კრიმინალისაქართველო

ეკვადორიდან ევროპაში – ბანანებში დამალული 52 კილოგრამი კოკაიანი ქართულ პორტშია ამოღებული (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბანანით დატვირთული საზღვაო კონტეინერიდან 52 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.

„სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ მაღაზიას მართავდა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად 4 კილოგრამამდე კოკაინი, 27 ათასი ცალი ექსტაზის აბი და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მდგმა ამოიღეს.

შსს წერს, რომ ბოლო პერდიოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, 23 ნარკორეალიზატორი.

საქართველოს მოქალაქეების გარდა დაკავებულებს შორის არიან ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეებიც. წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ფაქტზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და, სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა უახლოეს დღეებში გაიზრდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close