ეკონომიკამოგზაურობა

ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ორწლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა და საქართველოს ავიაბაზარზე ავსტრიის ლიდერი ავიაკომპანია Austrian Airlines-ი შემოვიდა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი რეისი დღეს, გამთენიისას შესრულდა. 

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის. მისივე თქმით, პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, რაც ზემოთქმულის დასტურია.

ვენიდან Austrian Airlines-ის პირველ პირდაპირ რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 136 მგზავრი ჩამოჰყვა.

ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით.

Austrian Airlines-ი 1957 წელს დაფუძნდა, ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა და ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close