ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

სიდნეიში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა (ვიდეო)

13 აპრილს ავსტრალიაში, სიდნეის პოპულარულ ბონდი-ბიჩის პლაჟთან მდებარე სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.  პოლიციის ცნობით, თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია 9 ადამიანი, მათ შორის ერთი 9 თვის ბავშვია.

ავ­სტრა­ლი­ის მე­დიამ მსხვერ­პლთა ვი­ნა­ო­ბა გამოაქვეყნა და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლებს შო­რის საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქე ფიქრია დარჩიაც არის.

„55 წლის ფიქ­რია დარ­ჩია ერთ-ერთია ხუთ მოკ­ლულს შო­რის. ის იყო მხატ­ვა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი. შეეძლო საუბარი სამ ენა­ზე – ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე, სწავ­ლობ­და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია“, – წერს ABC.

ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

„საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დასდევს სავაჭრო ცენტრის სტუმრებს ცივი იარაღით ახალგაზრდა კაცი.

ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი 40 წლის ჯოელ კაუჩია, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულია. ის მარტო მოქმედებდა და მისი ლიკვიდაცია მალევე მოხდა. სამართალდამცველები ტერორიზმის მოტივს გამორიცხავენ.

ავსტრალიური პრესა იუწყება, რომ დაჭრილ 9 თვის ბავშვს, რომლის დედაც თავდამსხმელმა მოკლა, ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close