კვირას, 7 აპრილს, დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის ფარგლებში, ჟანდარმებმა სახლში, სადაც ავალონის მერი ჯამილა ჰაბსაუი მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს, 70 კგ მარიხუანა და 983 გრამი კოკაინი იპოვეს.
ოსერის პროკურორის ცნობით, მერი და მისი ძმა, რომელიც ადრე ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო იყო გასამართლებული, დაკავებულები არიან. დაკავებულია, აგრეთვე, მერის მეორე ძმა, რომლის სახლიდანაც ჟანდარმებმა 1,3 კილოგრამი მარიხუანას ფისი, იარაღი, 7000 ევრო ნაღდი ფული და ოქროს 20 ზოდი ამოიღეს.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იცოდა თუ არა 2021 წელს მერად არჩეულმა ჯამილამ, რომ მის სახლში ნარკოტიკები ინახებოდა.
ipress.ge
კომენტარები