მეცნიერებმა მარტში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის თარიღი დაასახელეს
ასტროფიზიკოსების პროგნოზით, 9-იდან 10 მარტის ღამით ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. მისი აქტიურობის პიკი თბილისის დროით 04:00-იდან 09:00 საათამდეა მოსალოდნელი.
შემდეგი გეომაგნიტური შტორმი, საშუალო ინტენსივობის, 5 და 16 მარტს და 27 და 28 მარტს იქნება, ყველაზე სუსტი მაგნიტური ქარიშხლები კი – 21 და 22 მარტს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი 1859 წელს დაფიქსირდა. აშშ-ში მის გამო მწყობრიდან გამოვიდა ტელეგრაფის ხაზები, კუბელებმა კი ღამით ჩრდილოეთის ნათება იხილეს. საბედნიეროდ, ასეთი დიდი მასშტაბის მოვლენები ძალიან იშვიათად ხდება, მცირე ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები კი ჩვენს ცხოვრებას თითქმის ყოველდღე ახლავს.
გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლებისგან
- გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
- თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
- შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად – წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გიყვართ, თაფლით დაატკბეთ;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
თამთა გურული
ასევე, დაგაინტერესებთ: აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელა
კომენტარები