ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

იტალიაში ქართველი მამაკაცი მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილიც ქართველია

იტალიის ქალაქ სალერნოში სასტიკი მკვლელობა მოხდა – 50 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცი მუშტებითა და წიხლებით ცემის შედეგად გარდაიცვალა. სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, რომელსაც პროკურორი ჯუზეპე ბორელი უწევს კოორდინაციას, სავარაუდო მკვლელი, საქართველოს მოქალაქე ოლეგ ჭუჭულაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს

გარდაცვლილი მამაკაცი, 49 წლის პავლე შუბითიძე ცემის შემდეგ ტროტუარზე უგონოდ ეგდო და, როგორც გამოძიება ვარაუდობს, მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ეჭვმიტანილმა მას კიდევ 2 სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.

მიუხედავად იმისა, რომ 118-ის ოპერატორები ადგილზე დროულად მივიდნენ და დაზარალებული მაშინვე სალერნოს „რუგის“ (Ruggi”) საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების მცდელობა, გადაერჩინათ პავლე შუბითიძე, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულის მოტივი პირადი ხასიათის უთანხმოება გახდა.

ინციდენტი შაბათს, 2 მარტს, საღამოხანს მოხდა სალერნოს ირნოს რაიონში, ვინჩიპროვას ქუჩაზე (via Vinciprova), ავტობუსის გაჩერებასთან, თვითმხილველთა თვალწინ, რომლებიც შემდგომ პოლიციამ დაკითხა. მათი თქმით, მამაკაცები ჯერ ერთმანეთს უყვიროდნენ, შემდეგ კი ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და, სამწუხაროდ, ფატალური შედეგით დასრულდა. 

მიმდინარეობს გამოძიება ოლეგ ჭუჭულაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც დაკითხვისას ჩხუბში მონაწილეობა დაადასტურა. მას პოლიცია თანამემამულის მკვლელობას სდებს ბრალად.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ გარდაცვლილს საქართველოში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close