კრიმინალისაქართველო

რუსთავში, „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე 4 ადამიანი მოკლეს, 1 დაჭრილია – ტრაგედიის დეტალები

რუსთავში, ე. წ. სტამბოლის ბაზარში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა. კიდევ ერთი დაჭრილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.

სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ იგი რამდენიმე ასეულ მეტრში, ბაზრის გასასვლელთან დააკავა. დაკავების ადგილზე ამოიღეს მკვლელობის იარაღიც.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 36 წლის გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლია.

საზარელი მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი – ბრალდებულის ბიძაა, რომელიც ბაზარში გამყიდველად მუშაობდა. კიდევ ორი ​​მამაკაცი, რომლებიც იმავე ხორცის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდნენ, ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა. სხვა ვერსიით კი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამავე ტერიტორიაზე მუშაობდა, ინციდენტის დროს მაღაზიაში ხორცის საყიდლად იყო შესული..

რაც შეეხება დაჭრილს, იგი ბრალდებულის ბიძაშვილია.საფანტის ტყვიისგან მას დაზიანებები თითქმის მთელ სხეულზე აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რო­გორც ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­ცველების მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ ბა­ზარ­ში თა­ვა­დაც მუ­შა­ობ­და და ბი­ძას ეხ­მა­რე­ბო­და. მა­თი­ვე თქმით,
და­კა­ვებულს ფერ­მა ჰქონ­და, ბიძა კი ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლი იყო.

თავდასხმის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაული შურისძიებას უკავშირდება, ერთ-ერთი ვერსიით, ბიძამ წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა.  მეორე ვერსიის თანახმად, მამაკაცმა ბიძას ხორცის ნისიად მიყიდვა სთხოვა, რაზეც უარი მი­ი­ღო.

ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მან განგებ გააჩინა ცეცხლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლ სახ­ლში, რო­მე­ლიც ნა­ქი­რავ­ე­ბი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ იგი ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მოათავსეს, თუმ­ცა რო­დის და­ტო­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ამ დროისთვის უც­ნო­ბია.

მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

10 თებერვალს, დილით სამართალდამცველებმა „სტამბოლის ბაზარში“ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობის იარაღი, გლუვლულიანი თოფი, სწორედ მას ეკუთვნოდა. მკვლელობაში ბრალდებულის ძმას გამოძიება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს – ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close