ტექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა (ვიდეო)

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის განაცხადებით, მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში უკაბელო ჩიპი პირველად ჩანერგა. მასკმა თავისი კომპანიის ქმნილებას „ტელეპათია“ დაარქვა

BBC-ს ინფორმაციით, მასკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობის მუშაობის პირველი შედეგები იმედის მომცემია და ჩიპი ნერვულ იმპულსებს კარგად ცნობს. ჩიპი ტვინში ადამიანსა და კომპიუტერს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური აშლილობები აქვთ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ჩიპი ადამიანის ტვინში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close