მსოფლიოეკონომიკა

საფრანგეთში დღეიდან, პირველი თებერვლიდან ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა

საფრანგეთში ყოველი წლის პირველი თებერვლისთვის ტაქსის ტარიფები იცვლება, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო – ქვეყნის ყველა ქალაქში დღეიდან გაიზარდა როგორც ტაქსით მგზავრობის მინიმალური ტარიფი, ისე კილომეტრების გავლის და მოცდის საფასური. დადგენილება ტარიფების ზრდის შესახებ 2024 წლის 22 იანვარს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

2023 წელს ტაქსით მგზავრობის მინიმალური თირებულება 7,30 ევრო იყო, 2024 წლის პირველი თებერვლიდან კი 8 ევრო გახდა.

ტაქსიში მგზავრის ჩაჯდომისთანავე დღემდე მრიცხველი 4,18 ევროს წერდა, ახლა კი ეს ტარიფი 4,40 ევროთი განისაზღვრა..

ყოველი კილომეტრის გავლის მაქსიმალური ღირებულება 1,21 ევროს ნაცვლად დღეიდან 1,27 ევრო იქნება.

მგზავრობის დროის მიხედვით, კერძოდ, ნელი სვლის (საცობის შემთხვევაში) და ლოდინის პერიოდის მაქსიმალური თირებულება 38,96 ევროს ნაცვლად 41,06 ევრომდე მოიმატებს.

ზოგიერთ განსაკუთრებული შემთხვევისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადები ქალაქების მიხედვით განსხვავებულია.

მაგალითად, არაპარიზული ტაქსი დამატებით იღებს 2 ევროს ბარგისთვის და 4 ევროს ხუთი მგზავრიდან თითოეულზე.

პარიზის ტაქსი იღებს დამატებით გადასახადს 4 ევროს მომენტალური დაჯავშნისთვის, 7 ევროს წინასწარ დაჯავშნისთვის და 5,50 ევროს თითოეულ მგზავრზე (ხუთიდან).

აეროპორტებში ტაქსით მგზავრობის ფასები კვლავ ფიქსირებულია:

პარიზიდან ორლის აეროპორტში მარჯვენა სანაპიროდან გამგზავრებისას მგზავრს 44 ევროს, ხოლო მარცხენა სანაპიროდან გამგზავრებისას – 36 ევროს გადახდა მოუწევს.

მარჯვენა სანაპიროდან შარლ დე გოლის აეროპორტში ტაქსით მგზავრობის საფასური დღეიდან 56 ევროა, მარცხენა სანაპიროდან გამგზავრების შემთხვევაში კი – 65 ევრო.

ნიცის, კანის, მონაკოს, ტულუზის და სხვა აეროპორტების პაკეტების ტარიფები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close