მსოფლიოეკონომიკა

მონპელიე – ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა

მონპელიე ოფიციალურად გახდა ევროპის უდიდესი ქალაქი, სადაც  საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ.

საფრანგეთის სამხრეთის  ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მერმა, მიკაელ დელაფოსმა, წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და 21 დეკემბრის 18:00 საათიდან 500 000-იან  მეგაპოლისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველა ადგილობრივისთვის უფასო გახდა.

ამიერიდან, მონპელიეს 31 მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს მგზავრობისას ბილეთის ნაცვლად თან უნდა ჰქონდეთ საცხოვრებლის დამადასტურებელი ცნობა, ქალაქში მყოფი სხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებთათვის და ტურისტებისთვის ბილეთის ფასი კვლავ 1,6 ევრო იქნება.

მიკაელ დელაფოსმა 2020 წლიდან, მერის თანამდებობაზე არჩევის პირველივე წლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადა არასრულწლოვნებისა და 65 წელს ზემოთ ასაკის მაცხოვრებლებისთვის, ახლანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი მონპელიე გახდა ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2013 წლიდან უფასოა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში და 2020 წლიდან ლუქსემბურგის მთელ ტერიტორიაზე. საფრანგეთის 45 მუნიციპალიტეტში, გარდა მონპელიეს 31 მუნიციპალიტეტისა,  საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასევე უფასოდ მგზავრობენ.  მათგან ერთ-ერთში, კერძოდ, დიუნკერკში, სადაც მგზავრობა ტურისტებისთვისაც კი უფასოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის 5% მგზავრობდა.  სისტემის დანერგვიდან 9 თვეში ეს რაოდენობა სამუშაო დღეებში 80%-მდე, გამოსასვლელ დღეებში კი 140%-მდე გაიზარდა.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წლიური ხარჯები 130 მილიონი ევროა და, მათი ვარაუდით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 200 მილიონ ევროს მიაღწევს.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ეს ასევე ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, რაც საშუალებას აძლევს დაბალშემოსავლიან ჯგუფებს სრულად მიიღონ მონაწილეობა ქალაქის ცხოვრებაში“, – ამბობს ქალაქის მერი და აღნიშნავს, რომ დამატებითი დანახარჯების დასაფარავად საკმარისი იქნება 11 და მეტი თანამშრომლის მყოლი საწარმოებისთვის 2021 წლიდან დაწესებული  მობილურობის გადასახადით მიღებულ თანხები.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close