მსოფლიოპოლიტიკა

2024 წლის მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებს ბულგარეთი და რუმინეთი შეუერთდებიან

ბულგარეთსა და რუმინეთს ნება დართეს, მარტიდან შეუერთდნენ  შენგენის ზონას. ინფორმაციას ორივე ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

თავიდან გადაწყვეტილება საჰაერო და საზღვაო გზით შემოსულ მგზავრებს შეეხებათ. ავსტრიაში აცხადებენ, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების საჭიროებასთან დაკავშირებით.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს განცხადებით, ცამეტწლიანი ლოდინის შემდეგ მათ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც მალე ამოქმედდება. მისი თქმით, საჰაერო და საზღვაო საზღვრების გაუქმება გამარჯვებაა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის მხარდაჭერით წარიმართება, მიზანი კი თურქეთთან და სერბეთთან ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვაა, რათა შემცირდეს ევროპაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების რაოდენობა.

შენგენის ზონა 1985 წელს ჩამოყალიბდა. მასში ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრებამდე ევროკავშირის 23  წევრი ქვეყანა შედიოდა. შენგენის ზონის ქვეყნებში ასევე შედიან შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close