საზოგადოებასაქართველო

ეს ფანტასტიკური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ! – გაიცანით ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მმართველი ჯაბა, რომელსაც შეიძლება ქვეყნის ბედი ანდო

„იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა! ბიჭის გაკაწვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიუსაფარი ძაღლი მოკვდა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა!“ – ამ საგანგაშო ინფორმაციამ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

შეტყობინების ავტორს, ხილბოსტნეულის მა­ღა­ზი­ის მმარ­თვე­ლ ჯაბა ბოლაშვილს, რომელიც უპატრონო ძაღლს საკვებს აძლევდა, მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა მან ნამდვილი საინფორმაციო ქარბორბალა დაატრიალა – იმოქმედა სინდისის, გონიერების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის კარნახით და „ამოქოქა“ სახელმწიფო მანქანა. 17 წლის ბიჭი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, მალევე იპოვეს და ის ამჟამად შესაბამის მკურნალობას გადის.

ჯაბა ბოლაშვილი. ფოტო: „რეზონანსი“

ამ ისტორიის მთავარი გმირის შესახებ სოციალურ ქსელში „გალ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო ჯიბ­ლა­ძე წერს:

„ეს ფან­ტას­ტი­უ­რი და ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბა­ვი უნდა წა­ი­კი­თხოთ: გუ­შინ­წინ გან­გა­შის ზარი რომ შე­მოჰ­კრა ბავ­შვის და ძაღ­ლის ამ­ბავ­ზე, ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ ორი სი­ტყვა. ცნო­ბი­ლი ხილ-ბოსტნის მა­ღა­ზი­ის მმართვე­ლი ჯაბა – გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შეძ­ლებს იყოს გმი­რი და არის კი­დე­ვაც, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. ეს ამ­ბა­ვი კი, რო­მელ­მაც ყვე­ლა ასე დაგვზაფ­რა და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა, ასე და­ი­წყო:

ჯა­ბას ხილ­-ბოს­ტან­თან მცხოვ­რებ­მა და მის მიერ შე­ფა­რე­ბულ­მა ძაღ­ლმა გა­კაწ­რა ბავ­შვი. ბავ­შვის მამა მი­ვი­და ად­გილ­ზე და სთხო­ვა ჯა­ბას, თვალ­ყუ­რი ედევ­ნე­ბი­ნა ძაღ­ლის­თვის. შემ­თხვე­ვი­დან 10 დღე­ში მამა ისევ მისულა ხილ-­ბოს­ტან­ში. ჯა­ბა­საც მი­უ­ხა­რე­ბია მა­მის­თვის, რომ ძაღ­ლი კარ­გად გრძნობ­და თავს. ზუს­ტად 20 დღე­ში კი ძაღ­ლი მკვდა­რი იპო­ვა და აქ იწყე­ბა რიგი რე­ა­გი­რე­ბი­სა, რო­მელ­საც თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ დღე­-ნახე­ვარ­ში და არაფ­რით არ შე­მიძ­ლია თქვენც არ გა­გი­ზი­ა­როთ.

– ჯა­ბამ გა­და­იყ­ვა­ნა მკვდა­რი ძაღ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ცო­ფის დად­გე­ნის შემ­დეგ სას­წრა­ფოდ გა­ავ­რცე­ლე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხურს, რომ იძებ­ნე­ბო­და ბავ­შვი, რო­მე­ლიც მისი მა­ღა­ზი­ის მიმდებარედ გა­კაწ­რა ძაღ­ლმა.

– ჯაბა წა­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში, მის­ცა ჩვე­ნე­ბა და პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად და­ი­წყო ოჯა­ხის ძებ­ნა.

– ამა­სო­ბა­ში მის­მა დრო­ულ­მა და უზუს­ტეს­მა გან­ცხა­დე­ბამ სოც­მე­დია სივ­რცე სრუ­ლად და­ფა­რა. ბავ­შვს და მის ოჯახს ეძებ­და ყვე­ლა.

– ჯა­ბამ ჩა­მო­რე­კა ყვე­ლა სა­ა­გენ­ტო­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო მსგავ­სი ტი­პის აცრა. მის სავარაუდო მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ა­გენ­ტო­ებ­მა და­ი­წყეს შე­სა­ფე­რი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვის ძი­ე­ბა.

– გუ­შინ დი­ლას­ვე სკო­ლებ­ში, ოჯა­ხებ­ში და­იგ­ზავ­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო სმს-ები, მათ­თან, ვისი მო­ნა­ცე­მე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ემ­თხვე­ო­და ბავ­შვი­სას.

– ჯაბა დი­ლი­დან ხვდე­ბო­და მე­დი­ას, აძ­ლევ­და ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ და ზუსტ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და ყვე­ლა პლატფორ­მი­დან ცდი­ლობ­და ხმა მი­ეწვდი­ნა მა­მის­თვის. მე გა­მი­მარ­თლა და ვი­პოვ­ე ჯაბა გუ­შინ დი­ლას ადრია­ნად. რომ ვე­სა­უბ­რე, მივ­ხვდი, ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვა, ეს იყო ამ ადა­მი­ა­ნის მიერ უსწორესად და­გეგ­მი­ლი და მარ­თუ­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. ის ყვე­ლა არ­სე­ბულ და არარ­სე­ბულ რე­სურსს იყე­ნებ­და ბავ­შვის მა­მის მო­სა­ძებ­ნად. და აი, რა მი­თხრეს მე და რამ გა­მა­ოგ­ნა სა­ბო­ლო­ოდ: – მე ეხლა სარეკლამო­ში მივ­დი­ვარ, ბა­ნე­რი უნდა დავ­ბეჭ­დო წარ­წე­რით „SOS აქ ცო­ფით მოკ­ვდა ძაღ­ლი“ – წი­თე­ლი ასოე­ბით, თეთრ ფონ­ზე / იმი­ტომ რომ, ხომ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის მა­მას არ ჰქონ­დეს ფე­ის­ბუ­ქი, არ უყუ­რებ­დეს ტე­ლე­ვი­ზორს… ცხრა მეტ­რი სამ­ზე იქ­ნე­ბა ეს ბა­ნე­რი, მე ჩემი ფუ­ლით და­ვა­ბეჭ­დი­ნებ, მო­ვიყ­ვან მან­ქა­ნას და თო­კე­ბით გა­ვა­ბამ დიდ ტრა­სა­ზე, ეგებ თვი­სე­ბა­ში აქვს მა­მას აქ ჩავ­ლა და ჩა­ივ­ლის, ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს და ვი­პოვნით ბავ­შვს. ეჭვი არ შემ­პარ­ვია მის სი­მარ­თლე­ში. დავ­ბეჭ­დეთ ბა­ნე­რი, 9/3 მეტრზე. რო ვაკ­რავ­დით, მამაც გა­მოჩ­ნდა… სხვა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან ზუს­ტად ჩვენ­ზე, მხო­ლოდ ჩვენ­ზე და ჩვენს რე­სურ­სზე, ვა­კე­თოთ სი­კე­თე, ვა­კე­თოთ საქ­მე, ვა­კე­თოთ გუ­ლით, ვა­კე­თოთ მაქ­სი­მუ­მი რაც შეგ­ვიძ­ლია / მხო­ლოდ ამა­ზეა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჯაბა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და თა­ვი­სი უნა­რე­ბით, თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნო­ბით და სულ­გრძე­ლო­ბით უკვე არის ნამ­დვი­ლი გმი­რი! და არა მხო­ლოდ გმი­რი / სა­უ­კე­თე­სო მე­ნე­ჯე­რი, მმარ­თვე­ლი და კრი­ზის მე­ნე­ჯე­რიც! ამი­ტო­მაა სა­ქარ­თვე­ლო რომ მო­ვი­და აქამ­დე, ამი­ტომ ზუს­ტად რომ არ­სე­ბო­ბენ ჯაბასნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი! ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბა შენ, ჯაბა!“ – წერს ნინო ჯიბ­ლა­ძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

ცოფის თემაზე:  აშშ-ში ქალს ცოფიანი ფოცხვერი დაესხა თავს – ნახეთ, რა გააკეთა ქმარმა (ვიდეო)

აშშ-ში ქალს ცოფიანი ფოცხვერი დაესხა თავს – ნახეთ, რა გააკეთა ქმარმა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close