ამინდისაქართველო

ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის – 19-21 დეკემბერი

22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას უახლოეს დღეებში მეტეოროლოგიური პირობების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს დედაქალაქში 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ღამით ყინვაა მოსალოდნელი, -3 გრადუსამდე, დღის საათებში კი ჰაერი +8, +10 გრადუსამდე გათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 21 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსამდე აიწევს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close