ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 დეკემბერი

4 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ეს დრო შესაფერისია შინაგანი ბალანსის აღსადგენად და ენერგიის დაგროვებისთვის. ამ კვირაში გადადეთ სამუშაოები, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ახლა უმჯობესია თავიდან აიცილოთ სტრესი და ზედმეტი დატვირთვა. დასუსტებული მთვარის ფაზა არ არის შესაფერისი რაიმე ახალი საქმის დაწყებისთვის, უმჯობესია ძველი პროექტები დაასრულოთ და თუ  შესაძლებელია, ამ კვირაში ვალები გადაიხადეთ.

ამავე დროს, ეს კვირა სავსე იქნება სახალისო სიტუაციებით და  მოვლენებით, რომლებიც თქვენს მომავალზე და იმაზე დაგაფიქრებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ დიდ წარმატებას. ასეთი აზრები მას შემდეგ გაგიჩნდებათ, რაც ძალიან წარმატებულ ადამიანს შეხვდებით. ეს ადამიანი (უფრო სწორად, მისი მრავალი მიღწევა) მოგცემთ მოტივაციას, პასიურობაზე უარი თქვათ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ.

 

ვერძი

დიდი ალბათობით, ამ კვირაში ყველა ფუნდამენტურ საკითხს ვერ გადაწყვეტთ, მაგრამ მაინც ღირს ცადოთ და უსაქმოდ არ გაჩერდეთ. მნიშვნელოვან ინფორმაციას, სავარაუდოდ, ოთხშაბათს მიიღებთ. არსებობს შესაძლებლობა, რომ საჯაროდ საუბარი მოგიწიოთ და ეს კარგია, რადგან თქვენი ინდივიდუალობა შეიძლება ნათლად გამოჩნდეს. თქვენი თავდაჯერებულობა, ენერგია, გამძლეობა და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებას. კვირის ბოლოს დიდია ძველ მეგობართან შეხვედრის შანსი. კვირას წარმატებული იქნება მოგზაურობა.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კურო

ეს კვირა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი იყოს თქვენთვის ბოლო წლების განმავლობაში. ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში წააწყდებით, მიუხედავად ვარსკვლავების ხელსაყრელი პოზიციისა, უმეტეს თქვენგანში შფოთვას გამოიწვევს.  სამშაბათს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მარტომ არ უნდა მიიღოთ. დაქორწინებულებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა თავიდან აიცილონ დისჰარმონია ურთიერთობებში და შეინარჩუნონ მშვიდობა ოჯახში. აკონტროლეთ თქვენი ქმედებები.

 

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ტყუპი

ამ კვირას კომფორტულ, ინტიმურ გარემოში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად გაატარებთ. პროფესიულ სფეროში ალბათ ახალი პარტნიორი გეყოლებათ, რომელიც თქვენი თანამოაზრე გახდება. თქვენი გეგმები თანდათან განხორციელდება. სამსახურში სოლიდური ხელფასი და თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკი გაგახარებთ. თქვენი ენერგიითა და აქტიურობით შეგიძლიათ თქვენი პოზიცია გააძლიეროთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს უნდა ელოდოთ. შაბათ-კვირას შორი გზიდან ახლობლები გესტუმრებიან.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კირჩხიბი

ეს კვირა ძალზე პოზიტიური იქნება თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში, რადგან ვარსკვლავები თქვენს სასარგებლოდ არის განლაგებულები. სავარაუდოა, რომ ძველი პრობლემები, რომლებმაც ცხოვრებით ტკბობაში ხელი შეგიშალათ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება. შესაძლებელია, სწორად განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდეს. სამშაბათი წარმატებული დღეა ახალი პროექტების დასაწყებად და სამედიცინო პრობლემების მოსაგვარებლად. პარასკევს შეიძლება თქვენი ოცნება ახდეს. შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმეთ და შეეცადეთ, ოჯახის წევრებთან ერთად დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ამ კვირაში, ვარსკვლავებისა გავლენის წყალობით, ძირითადი მიზნების მიღწევაზე ფოკუსირება ბევრად გაგიადვილდებათ. ბევრი თქვენგანი შენიშნავს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს პირად ცხოვრებაში, რაც უმეტეს შემთხვევაში დადებითი იქნება. ფინანსურ სფეროშიც ყველაფერი კარგადაა. მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, ეს არა მხოლოდ დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში, არამედ თქვენს ურთიერთობებს განამტკიცებს. ეცადეთ, ამ პერიოდში რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ თქვენი უნარების, ენერგიისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის გამოყენებით. შაბათ-კვირა პასიურ დასვენებას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ქალწული

როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნის წინ მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს უკვე დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. ორშაბათს საქმიანი შეხვედრით ან წარმატებული გასაუბრებით გაიხარებთ. სამშაბათს უარი თქვით ფუჭ საუბრებსა და არასაჭირო ნივთებზე. ხუთშაბათის დაგეგმვას აზრი არ აქვს, იმოქმედეთ არსებული გარემოებების მიხედვით. პარასკევს ან შაბათს ბევრისთვის შესაძლებელია ძველი კონტაქტების ან ძველი მეგობრობის განახლება, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალ სასიამოვნო შეგრძნებებს შემოიტანს. ამ კვირაში განსაკუთრებით ბედნიერი და კმაყოფილი იქნებით საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 4.

 

სასწორი

სამსახურში, რა ძალისხმევაც არ უნდა დახარჯოთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ამის მიუხედავად შეიძლება კარიერული წინსვლის რეალური შანსი გქონდეთ. ამ კვირაში შეგიძლიათ წარმატებით მოაგვაროთ საბინაო პრობლემები. ხუთშაბათს უმჯობესია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. პარასკევს გამოიჩინეთ სიფრთხილე და კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე დოკუმენტს ხელს მოაწერთ, რადგან დიდია შეცდომის დაშვების შანსი. შაბათ-კვირას შესაძლებელია ძველ მეგობართან ან კოლეგასთან ურთიერთობების განახლება.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მორიელი

ამ კვირაში თქვენი დაუოკებელი ენერგია  საშუალებას არ მოგცემთ, მშვიდად იჯდეთ. ორგანიზაციული აქტივობები საუკეთესოდ იმუშავებს. საქმეები გეგმის მიხედვით წარიმართება და საჭიროების შემთხვევაში მეგობრებისა და ოჯახისგან ნებისმიერ მხარდაჭერას მიიღებთ. შეძლებთ მარტივად მოაგვაროთ ყველაზე რთული პროფესიული პრობლემებიც კი. წარმატება და მოგება გელით. გარშემო მყოფები უფრო ხშირად შეამჩნევენ და დააფასებენ თქვენს შესაძლებლობებს. შაბათ-კვირას უფრო საინტერესო და პერსპექტიული პერიოდი დაიწყება, რომელიც ახალი მეგობრებით  გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ნიშნებს, რომლებსაც ბედი გიგზავნით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ, ამ ნიშნებით ის რაიმე საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ, თუ გარემოებების წარმატებულ დამთხვევაზე ამახვილებს თქვენს ყურადღებას. ოთხშაბათს სასურველია თავი შეიკავოთ მკაცრი, ხისტი განცხადებებისგან. პარასკევს თავდაუზოგავად ჩაერთეთ მიმდინარე საქმეებში, ასე თავიდან აიცილებთ ინტრიგებსა და ჭორებს. მარტოხელა ადამიანებისთვის დიდი ხნის მეგობართან ურთიერთობა შეიძლება განსაკუთრებულ ურთიერთობაში  გადაიზარდოს და ოჯახის შექმნით დასრულდეს.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თხის რქა

ეს კვირა მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც სამსახურში, ისე თქვენს პირად ცხოვრებაში. შეძლებთ, სწორად შეაფასოთ სიტუაცია და მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს უძრავი ქონება ან ახალი მანქანა.  კარიერული წინსვლის ალბათობაც საკმაოდ დიდია. ყველა სიტუაციაში, რომელიც შეიქმნება, თქვენთვის მთავარია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და იყოთ თანმიმდევრული ყველა თქვენს მოქმედებაში. შეეცადეთ შაბათ-კვირა სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მერწყული

ეს კვირა ინტენსიურ შრომასა და საზრუნავში ჩაივლის. ხუთშაბათს დადგება ხელსაყრელი დრო ზოგიერთი შედეგის შეჯამებისთვის, დათვლასა და ანალიზისთვის. შეეცადეთ, არ გადადოთ და აუცილებლად დაასრულოთ დავალებები, რომელთა შესრულებაც ამ დღისთვის არის შესაძლებელი. სამსახურიდან თავისუფალ დროს სერიოზულად უნდა დაიწყოთ სახლის მოწყობა, განაახლოთ ინტერიერი. შაბათ-კვირას არ დაიშუროთ ძალისხმევა თქვენი საყვარელი ადამიანების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მათი განწყობის ასამაღლებლად. ეს ყველაფერი თავადაც სიამოვნებას მოგანიჭებთ და ბედნიერების განცდას მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

ამ კვირაში მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით და დიდი მოთხოვნა იქნება თქვენზე, როგორც „კომპანიის სულსა“ და არაჩვეულებრივ პიროვნებაზე. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ამ დღეებში თქვენი ტაქტიკა და შეუპოვრობა ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. თავისუფლად განავითარეთ თქვენი შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობა, შედეგი წარმატებული იქნება. ვინც ბიზნესის დაწყებას გეგმავს, უმჯობესია ჯერ კარგად დაფიქრდეს, ყველაფერი მისხალ-მისხალ აწონ-დაწონოს და არ იჩქაროს. კვირას ეცადეთ, საოჯახო საქმეებით არ გადაიტვირთოთ.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close