ვიდეოარტისტისაქართველო
„დეკემბერი დადგაო“ – სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად უხდება წლის ბოლოს სიახლის მოლოდინს (ვიდეო)
ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი მუდამ მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიულია. მისი სიმღერებიც მსმენელს გამორჩეულად უყვარს. ალბათ ამის მიზეზი ის საოცარი გულწრფელობა და უშუალობაა, მისი სიმღერებიდან რომ „მოედინება“.
ცნობილ ფრაზას თუ გამოვიყენებთ კინოფილმ „ქეთო და კოტედან“: „შენს სიმღერებს ხალხი მღერის“, ნატო!“
მიუხედავად არაჩვეულებრივი შემოქმედებისა და პოპულარობისა, მას მიაჩნია, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც დღეს გააჩნია, შვილებია და მათთან ერთად სცენაზე დგომა მის სიმღერებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
დეკემბერი დადგა და „დეკემბერი დადგაო“ ნატო გელაშვილის, ჭოხოების და ამღერებული დარბაზის შესრულებით ყველაზე მეტად უხდება წლის ბოლოს სიახლის მოლოდინს.
კომენტარები