მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის პარლამენტის შენობაში ისრაელის დროშა ააფრიალეს – ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა

გამოცემა Times of Israel-ი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ცახალის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტის, ბენი განცის მიერ X პლატფორმაზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებულ ფოტოზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზის პარლამენტის შენობა ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიკავა.

ბენი განცის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახულია ისრაელის თავდაცვის ძალების 36-ე დივიზიის პირველი „გოლანის“ ბრიგადა.

პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს შენობა ღაზაში მხოლოდ ჰამასის დეპუტატებს ემსახურება მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2007 წელს ღაზის სექტორზე კონტროლი დაამყარა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.

„არ არსებობს ჰამასის ძალა, რომელსაც შეუძლია, ისრაელის თავდაცვის ძალები შეაჩეროს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა წერტილთან წინ მიიწევს. ჰამასმა დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ჰამასის ბაზებს ძარცვავს, ისინი მთავრობას არ ენდობიან“, – აღნიშნავს გალანტი.

მისივე თქმით, ისრაელის ძალები „გეგმის მიხედვით მოქმედებენ და დავალებებს ზუსტად და მომაკვდინებლად ასრულებენ“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close