როგორი ამინდი იქნება 24-25 ოქტომბერს – სინოპტიკოსების პროგნოზი
23, 24 და 25 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 23 ოქტომბერს თითქმის მთელ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ (უმეტესად შიდა ქართლში, ასევე მთიან რეგიონებში) რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერად ძლიერი ქარი.
დედაქალაქ თბილისში 24-25 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-25 ოქტომბერს +22,+24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერი დღისით +14,+16 გრადუსამდე გათბება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში და 25 ოქტომბერს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 24-25 ოქტომბერს დღისით +20, +22 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო,თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 23-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები