მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

მოკვდა ყველაზე ხანდაზმული ძაღლი მსოფლიოში – ადამიანური ეკვივალენტით იგი, სულ ცოტა, 240 წლის იყო

პორტუგალიაში 31 წლის ასაკში მოკვდა მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ძაღლი, სახელად ბობი  – პორტუგალიური მასტიფი (ჯიშის კლასიკური სახელწოდებაა რაფეირუ დუ ალენტეჟუ). ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ძაღლების მოყვარული ადამიანებისთვის მთავარი ტრაგედია არის ის, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მოკლეა, ვიდრე ადამიანისა. 11 წელი – უკვე კარგია, 13 – დიდი მიღწევაა,  16 – ძალიან გაგიმართლათ, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანური ეკვივალენტით 16 წელი 120 წელს უტოლდება დიდი ტანის ძაღლის შემთხვევაში.

31 რამდენია? ასეთი გამოთვლები ჯერ არავის გაუკეთებია, თუმცა წინა მონაცემებს თუ შევადარებთ, მარტივი არითმეტიკით, ბობიმ, სულ ცოტა, 240 წლამდე იცოცხლა.

ბობის სიკვდილზე ინფორმაცია მისმა ექიმმა კარენ ბეკერმა გაავრცელა, რომელმაც ბობის რამდენჯერმე უმკურნალა.

„გუშინ საღამოს ამ საყვარელ ბიჭს ფრთები ამოეზარდა“, – დაწერა მან Facebook-ში და თავის პოსტთან ერთად ბობის 2 ფოტო გამოაქვეყნა.

ბობის სიკვდილს პირველი გინესის რეკორდების წიგნი გამოეხმაურა, რომელმაც მიმდინარე წლის 2 თებერვალს განაცხადა, რომ ბობი ყველაზე ხნიერია არა მარტო დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებ ძაღლებს შორის, არამედ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, თუმცა ეს უკანასკნელი განცხადება მაინც არ შეგვიძლია ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, რადგან ცივილიზაციის განთიადზე ამგვარი ჩანაწერები არ კეთდებოდა,

ბობი 1992 წელს დაიბადა პორტუგალიის სოფელ კონკეიროში, სადაც 2011 წლის აღწერის თანახმად, სულ 314 ადამიანი ცხოვრობს.

ძაღლის მეპატრონის, ლიონელ კოსტას მშობლებმა, როდესაც ბობი და მისი 3 და-ძმა დაიბადა, თქვეს, რომ ახალი ძაღლები აღარ სჭირდებოდათ და  გადაწყვიტეს, უბრალოდ დაემარხათ ისინი მცირე სიღრმის საფლავში (სასტიკი პრაქტიკაა, თუმცა იმ დროისთვის საკმაოდ გავრცელებული, განსაკუთრებით დიდი ქალაქებიდან მოშორებით).

ბობის სიცოცხლე შესაძლოა მაშინვე შეწყვეტილიყო, როცა დაიბადა, მაგრამ, საბედნიეროდ, იგი სადღაც შეძვრა და ისე დაიმალა, რომ ადვილად ვერ იპოვეს. ლეკვი ლიონელმა და მისმა ძმებმა აღმოაჩინეს, დამალეს და თავად კვებავდნენ.

როდესაც ისე გაიზარდა, რომ ძაღლის არსებობის დამალვა შეუძლებელი გახდა, საბედნიეროდ, ბობი ოჯახის წევრი გახდა.

„მშობლებმა გვიყვირეს და დაგვსაჯეს, მაგრამ ამად ღირდა. ყველაფერი ამაო არ გამოდგა“, – ჰყვებოდა ლიონელი.

მისივე თქმით, მათი საყვარელი ძაღლის ხანგრძლივი სიცოცხლე იმით აიხსნება, რომ ის მშვიდ, უშფოთველ ატმოსფეროში ცხოვრობდა, დარბოდა, სადაც უნდოდა და ჭამდა, რასაც მისი პატრონები, ოღონდ მის საკვებს წინასწარ წყალში ათავსებდნენ, რომ ზედმეტი სუნელ-სანელებლები გასცლოდა.

სინამდვილეში, როგორც ჩანს, ან კოსტას ოჯახმა იცოდა რაიმე საიდუმლო, ან ისეთი ძაღლები შეხვდათ, რომლებსაც სიცოცხლის ხანგრძლივობის უნიკალური გენები ჰქონდათ: ბობის დედამ, ჯირამ 18 წლამდე იცოცხლა, ხოლო მათმა კიდევ ერთმა ძაღლმა, ჩიკოტემ – 22 წლამდე.

ნანა ძნელაძე 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close