მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

სტრასბურგში მიმავალი ასობით ევროპარლამენტარი და თანამშრომელი შემთხვევით პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა

ასობით ევროპარლამენტარი და თანამშრომელი, რომლებიც ბელგიის დედაქალაქ  ბრიუსელიდან საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ ევროპარლამენტის სესიაში მონაწილეობის მისაღებად, პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ euronews-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ისინი სპეციალური მატარებლით მგზავრობდნენ, რომელსაც ევროპარლამენტის წევრები თვეში ერთხელ ბელგიის დედაქალაქიდან საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიჰყავს.

როგორც გაირკვა, საფრანგეთის რკინიგზის კომპანიაში შეცდომა დაუშვეს და მატარებელი სტრასბურგის ნაცვლად მარნ-ლა-ვალეს სადგურზე აღმოჩნდა, რომელიც გასართობ პარკს ემსახურება.

„ჩვენ არ ვართ მიკი მაუსის პარლამენტი“, – დაწერა ევროპარლამენტში „მწვანეთა პარტიის“ წევრმა დანიელ ფროინდმა სოციალურ ქსელში.

როგორც „ბიბისი“  წერს, დისნეილენდში გაჩერება ხანმოკლე აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს და მათ თანაშემწეებს ატრაქციონებზე გართობა მოესწროთ. შეყოვნება მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მატარებელი სტრასბურგისკენ გაემართა ამჯერად უკვე „უშეცდომოდ“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close