ვიდეოკრიმინალი

შოკისმომგვრელი ვიდეო: არალეგალური მიგრანტების უფლებების დაცვისთვის მებრძოლი ახალგაზრდა კაცი აფროამერიკელმა მოკლა

NYPost-მა გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი – შოკისმომგვრელ ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ უპირისპირდება პოეტსა და მემარცხენე აქტივისტს, სოციალური სამართლიანობის დამცველ რაიან კარსონს შავკანიანი ახალგაზრდა მამაკაცი და მას დანით სასიკვდილო ჭრილობას აყენებს.

შემთხვევა 2 ოქტომბერს მოხდა, დილის 4 საათზე ნიუ-იორკში, ბრუკლინში, Crown Heights-ის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან. ინციდენტის დროს 32 წლის რაიან კარსონი თავის გერლფრენდთან, 32 წლის კლაუდია მორალესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ქორწილიდან ბრუნდებოდნენ.

რაიან კარსონი ცნობილი გახდა თავისი გამოსვლებით ნარკოტიკების ინიექციისთვის ადგილების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ზედოზირების პროფილაქტიკის მიზნით. საკუთარ სოციალურ ქსელებში იგი მემარცხენე ანტიფაშისტური და ანტირასისტული მოძრაობა Antifa-ს წევრად აცხადებდა თავს.

პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ფოტორობოტი გამოაქვეყნა. დანაშაულში ეჭვმიტანილი 5 ოქტომბერს დააკავეს – 18 წლის ბრაიან დაულინგს ბრალი წაუყენეს მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში.

როგორც New York Daily News-ს მისმა მეზობლებმა უთხრეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საშუალო სკოლა ახლახან დაამთავრა და მშენებლობაზე მუშაობდა. მისი დაკავების კადრებში თინეიჯერი შავკანიანი ისეთი აგრესიული აღარ არის, როგორც ვიდეოში, პირიქით, თვალცრემლიანია და საწყლად გამოიყურება.

ნიუ-იორკის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, ჯოზეფ კენის თქმით, რაიან კარსონმა როდესაც დაინახა, რომ ახალგაზრდა კაცი აღგზნებულად იქცეოდა და წიხლებს ურტყამდა იქვე, მათ ახლოს გაჩერებულ სკუტერს, უკან დაიხია და მეგობარ ქალთან ერთად ცდილობდა, გასცლოდა იქაურობას, თუმცა როდესაც  ახალგაზრდამ უშვერი სიტყვების ძახილი დაიწყო და მათკენ წამოვიდა, კარსონი ქალს გადაეფარა და კონფლიქტის განმუხტვას შეეცადა, მაგრამ თავდამსხმელმა 3-ჯერ დაარტყა მას დანა, ამ სამი დარტყმიდან ერთმა შიგ გულში გაატანა, რის შედეგადაც კარსონი გარდაიცვალა.

„როდესაც ტროტუარზე დაცემული ბატონი კარსონი კვდებოდა, მამაკაცი ფეხით გულში ურტყამდა, იმუქრებოდა, რომ მის თანმხლებ ქალსაც დანას დაარტყამდა და ქალს სახეში შეაფურთხა“, – დასძინა ჯოზეფ კენიმ.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მოდის მალევე უცნობი ქალი, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილის მეგობარი გოგო (ე. წ. გერლფრენდი) და  ბოდიშს უხდის დაზარალებულებს. პოლიციის ცნობით, მან თქვა სახელი „ბრაიანი“.

რაიან კარსონმა ნიუ-იორკში 13 წელი იცხოვრა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისთვის საქმიანობდა. იგი ჩართული იყო კამპანია „No OD, NY“ (არა დოზის გადამეტებას, ნიუ-იორკი) დაწყებაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ზედოზირების პროფილაქტიკის ცენტრების შესახებ ცნობადობის გაზრდა.

Gothamist-ის ცნობით, 2021 წელს მან 150 მილზე მეტი გაიარა ნიუ-იორკიდან ოლბანიმდე, რათა აემაღლებინა ცნობადობა ცენტრებზე და ზიანის შემცირების სხვა ღონისძიებებზე.

სენატორმა ჩაკ შუმერმა, რომელიც მერიაში კარსონთან ერთად მუშაობდა ინფლაციის საკითხებზე, მას „მზარდი ტალანტი და გამოჩენილი აქტივისტი უწოდა“.

რაიან კარსონი

„რაიან კარსონმა თავისი გატაცება მიზნად აქცია. ის დაუღალავად ემსახურებოდა სხვათა ინტერესებს და გაცემისკენ მიმართული მისი სულისკვეთება ყველასთვის საყრდენი იყო. მისი მკვლელობა წარმოუდგენელია და ნიუ-იორკის პოლიცია არ გაჩერდება, სანამ მას [მკვლელს] მართლმსაჯულების წინაშე არ მივიყვანთ“, – დაწერა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა X-ზე (პლატფორმა, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც Twitter-ი).

ნინო ხოშტარია

რაიან კარსონი და კლაუდია მორალესი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close