საზოგადოებასაბერძნეთი

ბაღლინჯოები საბერძნეთშიც გამოჩნდნენ – რას ამბობს პროფესორი ვასილაკოპულოსი MEGA-სთან ინტერვიუში

პარიზში ბაღლინჯოების რაოდენობის ზრდა ბერძენ ექიმებსაც აშფოთებს, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ბაღლინჯოები ტურისტებთან ერთად „მოგზაურობენ“, საბერძნეთის ტურისტულ რაიონებში უკვე დაფიქსირდა დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა.

პულმონოლოგიის პროფესორმა თეოდოროს ვასილაკოპულოსმა ბაღლინჯოების გაჩენის საკითხზე MEGA-სთან ისაუბრა და თქვა, რომ ბაღლინჯო ჯანდაცვის პრობლემა არ არის, რადგან რამე დაავადება არ გადააქვს, ამიტომ პანიკას არ უნდა მივეცეთ.

„ალერგიის იშვიათ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, ბაღლინჯო ესთეტიკური პრობლემაა, ლოკალური დერმატოლოგიური ხასიათის და ის არ არის რაიმე დაავადების გადამტანი, ბაღლინჯოს ნაკბენით დაავადების რისკი არ არსებობს, უბრალოდ, ესთეტიკური დისკომფორტია. საფრანგეთიდან ბაღლინჯოების მასობრივი გავრცელების სერიოზული საფრთხე არ არსებობს. ბაღლინჯო – ჯანდაცვის პრობლემა არ არის, არამედ ადგილობრივი ფენომენია“, – ხაზგასმით აღნიშნა პროფესორმა ტელეკომპანია MEGA-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, „კორონავირუსის შემდეგ ადამიანები უფრო გათვითცნობიერებულები გახდნენ ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამით უნდა ვისარგებლოთ, რათა გავაძლიეროთ პროფილაქტიკა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა პანიკას არ უნდა მივეცეთ“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close