ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ The Voice-ში „ბრმა“ მოსმენისას ნამდვილი ფურორი მოახდინა

ქართველ მომღერალს სიმღერის დაწყებიდან მალევე ჟიურის 4-ვე წევრი შემოუტრიალდა

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ მუსიკალურ შოუ The Voice-ში ბრმა მოსმენისას ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა. ამის  შესახებ მომღერალი თავად წერს სოციალურ ქსელში. 

ნინიმ შეასრულა Everybody Loves An Outlaw-ის კომპოზიცია “I See Red“.

ქართველმა მომღერალმა პირველივე აკორდების აღებისთანავე ჟიურის წევრები მოხიბლა და მალევე ნინის ოთხივე წევრი შემოუტრიალდა აღფრთოვანებული მაყურებლის აპლოდისმენტების ფონზე.

ჟიურის 4-ვე წევრმა – ჯონ ლეჯენდმა, ნაილ ჰორანმა, გვენ სტეფანმა და რიბა მაკენტაირმა – ნინის გამოსვლა უმაღლეს დონეზე შეაფასა.

ვინ აირჩია მწვრთნელად ნინიმ, ამის გასაგებად, როგორც თავად მომღერალი წერს, უნდა უყუროთ შოუს ორშაბათს NBC-ზე.

ჩვენი ინფორმაციით კი ნინიმ მწვრთნელად ნაილ ჰორანი (Niall James Horan) აირჩია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close