ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25 სექტემბერი – 1-ლი ოქტომბერი

28 სექტემბრამდე მზარდი მთვარე იქნება, ხოლო 2023 წლის 29 სექტემბერს – სავსემთვარეობა. ვარსკვლავების მდებარეობა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის არასტაბილურობას მოასწავებს სიყვარულის, კარიერისა და ფინანსების სფეროებში. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა. სანდო ინფორმაციების საფუძველზე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და მზად იყოთ სწრაფი რეაგირებისთვის ცვალებად სიტუაციაში. 2023 წლის 25 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით ასტროლოგიური პროგნოზი განსაკუთრებით ხელსაყრელია კირჩხიბის, ლომის, სასწორისა და მორიელის ნიშნების წარმომადგენლებისთვის.

 

ვერძი

ამ კვირაში მეტი დრო დაუთმეთ სამსახურს, ნუ ერიდებით მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაჩქარევი ინიციატივები დაუყოვნებლივ განხორციელებას მოითხოვდეს. საუკეთესო დრო მშვიდი და ნაყოფიერი მუშაობისთვის ხუთშაბათია. ბევრი თქვენგანი შეიძლება გაღიზიანებული იყოს ამ კვირაში, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო. ნუ დაკარგავთ სიმშვიდეს და კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რადგან ერთმა არასწორმა სიტყვამაც კი შეიძლება სამუდამოდ გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა. ამ პერიოდში თქვენმა ხარჯებმა შესაძლოა შემოსავალს გადააჭარბოს, შეეცადეთ, სწორად დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 29.

 

კურო

ამ კვირაში ირგვლივ მყოფების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. ყველაფერი თქვენს ძალისხმევასა და ენერგიაზეა დამოკიდებული. ორშაბათს და სამშაბათს წარმატება თითქმის გარანტირებულია, უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, რომ უმნიშვნელო საქმეებს თავი დაანებოთ და ყურადღება რეალურად მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. თქვენი წარმატებები სამსახურში შეუმჩნეველი არ დარჩება და ხელმძღვანელებისგან სათანადო შეფასებას მიიღებთ, რაც წინსვლის საშუალებას მოგცემთ. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც. კვირას, ინტუიციის წყალობით, ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტების მოგვარებას შეძლებთ. საჩუქარზე ფიქრი ცუდი არ იქნება.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ტყუპი

ტყუპების უმრავლესობისთვის ეს კვირა სასიამოვნო მოვლენებთან არის დაკავშირებული. თუ სამუშაოს ეძებთ, დიდია ალბათობა, რომ ეს ძებნა წარმატებით დასრულდება. უფრო მეტიც, ეს იქნება გზა კომფორტული ცხოვრებისკენ. ზოგადად, ამ კვირაში სავსებით შესაძლებელია, რომ სურვილები აგიხდეთ და დატკბეთ თქვენი ცხოვრების ყოველი მომენტით, რადგან ეს სურვილები მეტ-ნაკლებად ახლოსაა რეალობასთან. პატივისცემით მოეპყარით ირგვლივ მყოფების განცხადებებს და სხვებთან ნუ ილაპარაკებთ იმაზე, რასაც მოისმენთ. შეეცადეთ, მეტი სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანების მიმართ, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. დიდია ალბათობა, რომ მარტოხელა ტყუპები ცხოვრების მომავალ მეგზურს შეხვდებიან.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კირჩხიბი

ეს კვირა შესაძლოა თქვენთვის ცხოვრების ახალ, უფრო სასიკეთო ეტაპზე გადასვლით აღინიშნოს. თქვენი ინტუიცია უფრო მკაფიო გახდება, შესაძლოა წინასწარმეტყველური სიზმრებიც კი გქონდეთ. პროფესიულ სფეროში შესამჩნევი პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა სხვისი პრობლემების გადაჭრაში ბევრად უფრო წარმატებული იქნებით, ვიდრე საკუთარის – ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ საკუთარ საქმეებსაც სათანადო დრო და ენერგია დაუთმოთ. ხუთშაბათს ბრმად არ უნდა ენდოთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს, თუნდაც ისინი თქვენთვის ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ.. შაბათ-კვირას მთელი თქვენი ბრწყინვალებით უნდა გამოჩნდეთ საზოგადოებაში, რადგან დიდია ახალი, პერსპექტიული ნაცნობობის ალბათობა.

სასიკეთო დღეები: 25, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ლომი

ამ კვირაში სამსახურში საქმეები საუკეთესოდ წარიმართება. შეიძლება მივლინებით წახვიდეთ შორეულ მოგზაურობაში. შეძლებთ, რომ თქვენი მრავალი ნიჭითა და გამორჩეული უნარებით იბრწყინოთ გარშემო მყოფთა შორის, მაგრამ შეეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ. პროფესიულ სფეროში ჯერ კიდევ არ უნდა გაამჟღავნოთ ყველაფერი, რათა უზრუნველყოთ თქვენი კარიერული წინსვლა. კმაყოფილი იყავით იმით, რაც გაქვთ, მით უმეტეს, რომ თქვენი მდგომარეობა უკვე საკმაოდ კარგია. საუკეთესო პერიოდია გეგმების განახლებისთვის. დაგროვილი საქმეების გადადება მიზანშეწონილი არ არის. შაბათ-კვირას შეეცადეთ გამოფენაზე ან კინოში წახვიდეთ – დიდხანს დაგამახსოვრდებათ!

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 29.

 

ქალწული

ამ კვირაში თქვენ ირგვლივ აშკარად იგრძნობა ცვლილებები. სავსებით შესაძლებელია, რომ ადვილად მოიშოროთ ცუდი ჩვევები და არასასიამოვნო ადამიანები. თუ რამე გაწუხებთ კოლეგებთან, მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში, უმჯობესია თავად დასვათ შეკითხვა თქვენთვის საინტერესო თემაზე და მათი აზრი მოისმინოთ. ორშაბათს, კვირის დასაწყისში სამუშაოს მოცულობამ შეიძლება ცოტა შეგაშინოთ, მაგრამ ვარსკვლავები გამშვიდებენ: ბრწყინვალედ გაუმკლავდებით მას და მთელი თქვენი ძალისხმევა კარგი შედეგით დასრულდება. დადებითად მოგვარდება ოჯახური პრობლემებიც. მოიშორეთ პესიმიზმი და ყველგან თამამად და თავდაჯერებულად იმოქმედეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 26.

 

სასწორი

ბევრი თქვენგანისთვის ეს კვირა პროფესიულ სფეროში არსებულ საზრუნავს, სამსახურში იმ ცვლილებებს დაეთმობა, რომლებისკენაც ისწრაფვით. ამ შემთხვევაში ემოციურ უსაფრთხოებას თქვენთვის უმთავრესი მნიშვნელობა ექნება. თქვენმა ურთიერთობამ ირგვლივ მყოფებთან, ვარსკვლავების გავლენის გამო, შესაძლოა მნიშვნელოვანი მეტამორფოზა განიცადოს, რაც დაგეხმარებათ ყველა დავალება ძალიან წარმატებით შეასრულოთ. ექსპერიმენტები თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის და მოგებასაც მოგიტანთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მორიელი

ამ კვირაში მარტივად გაუმკლავდებით როგორც პროფესიული, ისე პირად ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს. მთავარია, უფრო ყურადღებიანი იყოთ ახალი იდეების მიმართ, თუნდაც ერთი შეხედვით აბსურდულად მოგეჩვენოთ. შეძლებთ მთელი თქვენი ენერგიის სრულად გამოყენებას კონსტრუქციული საქმიანობისთვის. ოთხშაბათი პოზიტიური დღეა ძიებისა და ცვლილებებისთვის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. შაბათს შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პაემანი. მზად იქნებით, ყველაფერი გააკეთოთ საყვარელი ადამიანისთვის, რათა მასთან ურთიერთობა კიდევ უფრო თბილი და უღრუბლო იყოს.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში, ვარსკვლავების ხელსაყრელი გავლენის გამო, ბევრი თქვენგანი მოაგვარებს პრობლემებს პირად ცხოვრებაში და დიდ შვებას იგრძნობს. ნაკლები სტრესი გექნებათ და მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენების დროსაც კი გამონახავთ. ზოგიერთი თქვენგანი, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ძალიან კარგ სამუშაოს იშოვის. ახლა მოვლენები დიდწილად თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. დროა გადახედოთ და, თუ შესაძლებელია, უფრო დააკონკრეტოთ თქვენი სამომავლო გეგმები. შაბათს შესაძლებელია ახლობლებთან გარკვეული უთანხმოება მოგივიდეთ: შეეცადეთ, აუღელვებელი და დამაჯერებელი იყოთ და ისინი თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

ამ კვირაში დროა ყურადღებით და საფუძვლიანად შეიმუშაოთ იმ პროექტის დეტალები, რომელზე მუშაობაც რამდენჯერმე გადადეთ. დაუსახეთ გლობალური მიზნები საკუთარ თავს და ნუ ივლით ერთი და იმავე წრეზე. მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის დახმარებით შეძლებთ ირგვლივ მყოფებს თქვენი ავტონომიისა და დამოუკიდებლობის უფლება დაუმტკიცოთ. დაფიქრდით თქვენს ყოველ ნაბიჯზე და არავის მისცეთ საბაბი და უფლება, თქვენზე იჭორაონ. ბევრი თქვენგანი სავსე იქნება პოზიტიური ენერგიითა და მონდომებით. გაგიჩნდებათ სურვილი, გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც – მაგალითად, მოინახულოთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები, მოაწყოთ წვეულება და ა. შ.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მერწყული

ამ კვირაში მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა გსურთ და მშვიდად მიჰყევით დინებას, თანდათან ყველაფერი თავისთავად ზუსტად ისე მოგვარდება, როგორც თქვენ გსურთ და გჭირდებათ. არ უნდა იმოქმედოთ დაუფიქრებლად და არ თქვათ უხეში სიტყვები. ნუ დაგავიწყდებათ ამის შესახებ და ბევრი შესაძლო გაუგებრობა, უხერხულობა და კონფლიქტური სიტუაციებიც გვერდს აგივლით. ბევრ თქვენგანს ექნება ახალი შესაძლებლობები წარმატებისკენ პროფესიულ სფეროში. ეს შეიძლება იყოს ან მომგებიანი შემოთავაზება სამუშაოს შეცვლისთვის, ან მიმზიდველი და პერსპექტიული პროექტი. ვარსკვლავების გავლენით, პირად ურთიერთობებში სიმშვიდე სუფევს.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 28.

 

თევზები

ამ კვირაში საკმაოდ ხელსაყრელ ფაზას გადიხართ პირად ცხოვრებაში ვარსკვლავების გავლენის გამო. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახს და შვილებს. მარტოხელა თევზებისთვის არ არის გამორიცხული რომანტიკული შეხვედრები და ფიქრი დაქორწინებაზე. თქვენი ენერგიის დონე უმაღლესი იქნება, პროფესიული უნარები კი პიკს მიაღწევს. არ ინანოთ დაკარგული შესაძლებლობები, სავარაუდოა, რომ უბრალოდ არასწორად შეაფასეთ სიტუაცია. წარსულის შეცვლა მხოლოდ მის მიმართ თქვენი დამოკიდებულების შეცვლით შეგიძლიათ. ფრთხილად უნდა იყოთ ბიუჯეტთან და ნებისმიერ ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 29.

თამთა გურული

ასევე, დაგაინტერესებთ: განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close