fbpx
ჰოროსკოპი

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

რომელი პერიოდებია თქვენი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იღბლიანი – გაიხსენეთ წარსული, შეხედეთ მომავალს და დარწმუნებული იყავით, რომ საინტერესო, დასამახსოვრებელი მოვლენები გელოდებათ!

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რთული მომენტები, არც თუ წარმატებული პერიოდები. ხანდახან უსიამოვნებები ქვასავით აგორდება და უცებ, მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, ბედნიერება მოდის. ყველას აინტერესებს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი ეტაპები. ასტროლოგი პაველ გლობა დარწმუნებულია, რომ წარმატების საიდუმლო ვარსკვლავების განლაგებაშია. ვიღაცას ასეთი განმარტება აბსურდულად მიაჩნია, ვიღაცას კი – დაუჯერებლად. მიუხედავად ამისა, კანონზომიერება დიდი ხანია, დადგენილია. ადამიანის ცხოვრება, ეტაპები და პერიოდები მჭიდროდ უკავშირდება ციური სხეულების განლაგებას და ეს ადამიანის ბედისწერას დაბადებიდანვე განსაზღვრავს.

ვერძი

დადებითი მოვლენები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე უარყოფითი. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66, 76.

ამ ასაკში მომხდარი მოვლენები შეიძლება ყველაზე კარგი არ იყოს, მაგრამ ისინი აუცილებლად იქნება საბედისწერო. პერიოდი, რომელიც დადგება 40 წლის მერე, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ!

კურო

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. დაბადებიდან 30 წლამდე პერიოდს ბედნიერი უწოდო, რთულია, მაგრამ 30-ის მერე ნამდვილი ბედნიერების წლები მოდის.

ტყუპი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 10, 20, 30, 40, 50, 64, 70, 80.
ტანჯვისა და უსიამოვნებებისგან უხილავი ძალა გიცავთ. სწორედ ამიტომ რთული პერიოდები არ გქონიათ და არც გექნებათ. თქვენი ცხოვრება მშვიდი და ზომიერი იქნება.

კირჩხიბი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60, 75. ცხოვრებისადმი აღფრთოვანებული დამოკიდებულება რომანტიკულ ტალღაზე 30 წლამდე გამყოფებთ. შემდეგ თქვენი ემოციურობა რამდენადმე დაიკლებს. ყველაფერი არ მოგეწონებათ, რასაც ცხოვრება გიმზადებთ.

ლომი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია:19, 36, 40, 57, 60, 76.
უკვდავი ოპტიმიზმი და საკუთარი ძალების რწმენა ლომებს როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდების ღირსეულად გადატანაში დაეხმარება.

ქალწული

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 21, 24, 32, 41, 50.
ქალწულების ყველაზე მეტი ემოცია და სასიამოვნო მოგონება კარიერას უკავშირდება. არ იდარდოთ, სამუშაოს ისეთი კმაყოფილების მოტანა შეუძლია, რომელიც ოჯახური ცხოვრებისგან მიღებულ სიამოვნებას არაფრით ჩამოუვარდება.

სასწორი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.
სასწორები ცხოვრებაში მრავალმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ შეიძლება უეცარ წარმატებამდე მიიყვანოს. მადლიერებით მიიღეთ თითოეული დაბრკოლება ცხოვრების გზაზე – ის შეიძლება თქვენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ახალი საფეხური აღმოჩნდეს.

მორიელი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 25, 30, 45, 50, 60, 74.
მორიელებს ურჩევნიათ, თავიანთი ბობოქარი ხასიათი მოარჯულონ. ცხოვრების გზაზე შექმნილი ყველა დაბრკოლება მხოლოდ თავიანთი დამსახურებაა.

მშვილდოსანი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.
თითოეული განვლილი წელი მშვილდოსნებს შეუფასებელი გამოცდილებით ასაჩუქრებს. ისინი ნამდვილად წარმატებული და ბედნიერი ადამიანები არიან.

თხის რქა

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57.
დაიმახსოვრეთ ეს წლები. საბედისწერო ცვლილებები მოგიტანთ როგორც სიხარულს, ისე სევდას. მზად იყავით ნებისმიერი გამოცდისთვის, თქვენ მას ღირსეულად გაუძლებთ!

მერწყული

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. მიუხედავად სხვადასხვა ცრურწმენისადმი ზერელე დამოკიდებულებისა, ერთხელ აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სწორედ ერთ-ერთ ამ ასაკში მიაღწიეთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას.

თევზები

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60.
ზედმეტი ემოციურობა თევზებს ხელს უშლის, დატკბნენ მომენტით და სიხარულით მიიღონ ის ცვლილებები, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხდება. უფრო ბედნიერი გახდებით, თუ შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close