იტალიასაზოგადოება

იტალიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და მანქანებს დაეცა – დაიღუპა 5 წლის გოგონა

იტალიის ქალაქ ტურინში აფრენისას იტალიის სამხედრო საჰაერო ძალების, საბრძოლო თვითმფრინავი  Aermacchi MB-339-PAN ჩამოვარდა და ავტომანქანებს დაეცა. ინციდენტის შედეგად 5 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა, მიწაზე დაეცა და რამდენიმე მანქანას დაეჯახა.

ერთ-ერთ ავტომობილში ოჯახი იმყოფებოდა – დედ-მამა, 5 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი.  5 წლის გოგონა – ლაურა ადგილზე გარდაიცვალა, მისმა 12 წლის ძმამ კი დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში გადაიყვანეს ბავშვების დედ-მამაც, მამა – პაოლო ორილასო (Paolo Origliasso) 17 სექტემბერს, დილით გამოწერეს. დედა კი კლინიკაში რჩება, მას უფრო ფართოდ აქვს მიღებული დამწვრობა და, როგორც ამბობენ, პლასტიკური ქირურგიის ჩარევა დასჭირდება.

12 წლის ბიჭი ტურინის რეგინა მარგარიტას ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება, მას 30% დამწვრობა აქვს მიღებული, ექიმები ბიჭის მდგომარეობას „კარგად“ აფასებენ, იგი უკვე გამოფხიზლდა სედატიური საშუალებებით მოგვრილი ძილისგან. „საერთო მდგომარეობა ექიმების შეშფოთებას არ იწვევს, თუ არ ჩავთვლით დამწვრობების კვალს, რომელიც ბიჭს მკურნალობის შემდეგ დარჩება“, – განაცხადეს საავადმყოფოში.

„ძალიან დამწუხრებული ვარ, მხოლოდ პატარა ლაურაზე ვფიქრობ“, – უთხრა თავის კოლეგებს პილოტმა, მაიორმა ოსკარ დელ დომ, რომელმაც ავიაკატასტროფის ბოლო მომენტში კატაპულტირება მოასწრო.

.მისი თქმით, კატასტროფა შესაძლოა თვითმფრინავის ძრავაში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია.

მიმდინარეობს გამოძიება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close