მსოფლიოპოლიტიკა

კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ბარსელონაში 115 ათასამდე ადამიანი გამოვიდა

კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ბარსელონაში 115 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მსვლელობის შემდეგ აქციის მონაწილეები ბარსელონის ცენტრში, ესპანეთის მოედანზე შეიკრიბნენ.

კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა პერე არაგონესმა ჯერ კიდევ დემონსტრაციის დაწყებამდე განაცხადა, რომ კატალონიამ ესპანეთის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში ხელიდან არ უნდა გაუშვას ის უეცარი მზარდი როლი, რომელიც კატალონიის რეგიონულმა პარტიამ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ივლისის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 176 მანდატის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ შეძლო, რის გამოც, ექსპერტების შეფასებით, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა კატალონიური პარტიების პოზიციას ჰქონდეს.

1tv.ge

კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებმა გაიმარჯვეს

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close