საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფი КОТ – არ გაუშვათ შანსი, გააკეთეთ განაცხადი 31 ოქტომბრამდე!

ელექტროენერგიის მოხმარების შეღავათიანი – სოციალური საყოფაცხოვრებო ტარიფის (Κοινωνικό Οικιακό Τιμολόγιο – КОТ) მოქმედმა ბენეფიციარებმა თავიდან უნდა გააკეთონ განაცხადი 2023 წლის 31 ოქტომბრამდე. ის აქტიური ბენეფიციარები, რომლებიც 31 ოქტომბრამდე არ შეიტანენ ახალ განაცხადს, ავტომატურად გამოირიცხებიან პროგრამიდან.

KOT-ის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა, რადგან გადავადდა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ბოლო თარიღი (31 ივლისიდან 31 აგვისტომდე). KOT-ის შეღავათიან ტარიფზე განაცხადები კი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში იგზავნება. იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 31 აგვისტო, ბენეფიციარებმა განაცხადები КОТ-ში გაწევრიანებაზე 2023 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.

საოჯახო მეურნეობის სოციალური ტარიფის ახალ პროგრამაში გასაწევრიანებლად დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააკეთონ IDIKA-ს ვებგვერდზე (ონლაინ მისამართზე www.idika.gr/kot/) TAXISnet-ის კოდებით.

IDIKA-ს მიერ KOT-ის აპლიკაციებისა და მოწყვლად მომხმარებელთა რეესტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ ნებისმიერ დროს (უკვე გაკეთებული განაცხადის გაუქმების შემდეგ). ის აქტიური ბენეფიციარები, რომლებიც საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადიდან ორი თვის განმავლობაში (31.08.2023-იდან 31.10.2023-მდე) არ შეიტანენ ახალ განაცხადს, ავტომატურად გამოირიცხებიან პროგრამიდან.

სოციალური საყოფაცხოვრებო ტარიფი (KOT) 2023: რა უნდა გააკეთოთ ახალი განაცხადის წარსადგენად:

ნაბიჯი 1. როდესაც სისტემაში შეხვალთ www.idika.gr/kot/-ზე, მოგთხოვენ, დაადასტუროთ თქვენი AMCA და დათანხმდეთ საჭირო მონაცემების (თქვენი, თქვენი მეუღლის და თქვენს კმაყოფაზე მყოფი შვილების) დამუშავებაზე.

ნაბიჯი 2: დათანხმების შემდეგ გამოჩნდება ფორმა, რომელიც თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. აირჩიეთ, რომელ ტარიფზე გსურთ განაცხადის გაკეთება.

ნაბიჯი 3. აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრომრიცხველის ნომერი. ასევე, უნდა მიუთითოთ ელ. ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოყენებული იქნება შეტყობინებების გამოსაგზავნად. KOT-B პროგრამა: თუ თქვენს ოჯახურ შინამეურნეობაში არიან სხვა ზრდასრულებიც (თქვენს საგადასახადო დეკლარაციაში მითითებული გაქვთ „სტუმრები“, რომლებიც თქვენთან ერთად ცხოვრობენ), იმის შესამოწმებლად, აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს, საჭიროა მათი თანხმობა, რათა AADE-ს (Ανεξάρτητη Αρχή Δημοσίων Εσόδων – საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანო) ხელი მიუწვდებოდეს მათ Taxisnet-ის მონაცემებზე.

ნაბიჯი 4: KOT-A  პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად უნდა გქონდეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში დამტკიცებული KEA განაცხადი. თუ KEA-ს ბენეფიციარი ხართ, მაგრამ თქვენი განაცხადი  2 თვეზე მეტი ხნის წინათ არის დამტკიცებული,  უნდა გააკეთოთ განაცხადი KEA-ში შესწორების შესატანად. KOT-A-ს პროგრამისთვის სტუმრის თანხმობა საჭირო არ არის.

ნაბიჯი 5: როდესაც თქვენი ოჯახის ზრდასრული წევრები ყველა საჭირო თანხმობას მისცემენ და ყველა აუცილებელ ველს შეავსებთ, გამოჩნდება ინფორმაცია, რომელიც გიჩვენებთ, აკმაყოფილებთ თუ არა KOT-ის სოციალური ტარიფის პროგრამაში გაწევრიანების კრიტერიუმებს.

ნაბიჯი 6. იმისათვის, რომ ბენეფიციარი გახდეთ, აუცილებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს  „განაცხადის გაგზავნა“. თუ КOТ-ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, გამოჩნდება მოხმარების ოთხთვიანი ლიმიტი ანგარიშების წარსადგენად.

თუ КOТ-ის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებთ, დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, რატომ გეთქვათ უარი პროგრამაში გაწევრიანებაზე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close