საზოგადოებასაქართველო

ცოტნე გამსახურდიას გაშენებული ვენახი დედამ, მანანა არჩვაძემ ბენზოცელით გააკაფინა და დაწვა

„დღეს ცოტნეს მეგობრებმა ფერისცვალება მოგვილოცეს და ცოტნეს ნათქვამი გაიხსენეს: ფერისცვალებას ნახეთ, ჩემი ვენახი როგორი იქნებაო… სამწუხაროდ, იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო…“ – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ფერისცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ფერისცვალება ბერებისგან ყურძნის კურთხევის დღეაო, გამიგონია.

ჩემი დამხმარე, რომლის ოჯახსაც მევენახეობის დიდი გამოცდილება და კულტურა აქვს, მიხსნის, რომ ფერისცვალების დღიდან ყურძენი იწყებს დამწიფებას, ხოლო მარცვალი – ფერის ცვლილებას, მწვანედან ქარვისფერში გადადის და ვენახი გასაოცრად მშვენდებაო…

… 2019 წლის შემოდგომაზე დიდი ფუსფუსი და ხალისი გვქონდა კოლხურ კოშკში. ცოტნემ ვაზის გაშენება გადაწყვიტა ეზოს ყველაზე ფართო ნაწილში. თავდაპირველად, ჩვენმა ახლობელმა, ბიძინა გიორგობიანი -მა, სასათბურე მეურნეობიდან 14 ,,კამაზი” განოყიერებული მიწა გამოგვიგზავნა, რომელიც კოშკის ეზოს მიწას ზემოდან დააყარეს, გადაასწორეს და ვაზის გასაშენებელ ნიადაგად მოამზადეს. საკმაოდ დიდი დრო ცოტნემ მთელი ამ ტერიტორიის სანტიმეტრ-სანტიმეტრ შემოვლასა და საკუთარი ხელით შუშის ნამტვრევებისა თუ ქვებისგან გასუფთავებას მოანდომა. ამის შემდეგ, საუკეთესო მეურნეობებიც შემოიარა ერთწლიანი, გამოყვანილი ვაზის ნერგების შესაძენად. ნაწილი იტალიიდანაც კი ჩამოატანინა. ჩვენმა მეგობარმა, Tariel Gabadze -მ, ტორფი მოგვიტანა, რომელიც ნიადაგში ჰაერისა და ტენიანობის დიდხანს შენარჩუნებისა და ვაზის გამძლეობის გაზრდის მიზნით, წინასწარ რუდუნებით გამზადებულ ნიადაგს შეურიეს და შეუდგნენ დიდი ორმოების თხრას. ეზოს ღორღიანი ნაწილის გასათხრელად პერფორატორიც კი მოიტანა ცოტნემ, რათა ორმოები დიდი გამოსულიყო, რაც ნიადაგში ტენიანობისა და ჟანგბადის შენარჩუნების გზით, ვაზის გამძლეობის ორმაგი დაცვა იქნებოდა ზემოთ ხსენებულ ტორფთან ერთად. ორმოში სათითაოდ არჩეული, გამოყვანილი და დაფესვიანებული რქაწითელის, აგრეთვე, მანავის მწვანესა და გორული მწვანეს საჯიშე, 180 ძირი ერთწლიანი ნერგები ჩარგო. ზემოდან კი ფხვიერი მიწა ე.წ. კოკოლებად დააყარა.

საქმეს იმ ავად სასხსენებელ 19 დეკემბრამდე ცოტა ხნით ადრე მორჩნენ. დღეში რამდენჯერმე უვლიდა გარს ახლად შობილ ვაზს და შვილივით ეფერებოდა…

თუმცა, ეს პროცესი წელიწად-ნახევრით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც მეღვინეობის დაჩქარებული ფაკულტეტი აგრარულ უნივერსიტეტში წარმატებით დაამთავრა და მეღვინეობა მეორე პროფესიად აირჩია (წარმოიდგინეთ, ქიმიის პროფესორთანაც კი დაიწყო კერძოდ მზადება ვაზის შესახებ ღრმა ცოდნის უკეთ საზიარებლად). ხოლო ვენახის გაშენებაში (ინციდენტის შემდეგ კი მის მეთვალყურეობაშიც), ტარიელთან და სხვა მეგობრებთან ერთად, აქტიურად გვეხმარებოდა ცოტნეს პედაგოგი და მეგობარი, ცნობილი მეღვინე და პროფესორი David Chichua
დღეს ცოტნეს მეგობრებმა ფერისცვალება მოგვილოცეს და ცოტნეს ნათქვამი გაიხსენეს: ფერისცვალებას ნახეთ ჩემი ვენახი როგორი იქნებაო… სამწუხაროდ, იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო.

ვნანობ, არ გავფრთხილდით საუბრისას, იქვე, სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა…
ცოტნეს მეგობარმა, ტარიელ გაბაძემ მოგვწერა:

,, მე როდესაც მივედი მანდ ვაზების სანახავად კარები დამხვდა დაკეტილი. და სახელოსნოში მივედი იმ ბიჭთან ვინც დაგვეხმარა ვაზების ჩარგვაში სახელი არ მახსოვს. მან მითხრა რომ მანანა და თავისი ხალხი იყო მოსული ბენზო ცელით მოთიბესო ყველაფერი და დაწვესო”…

(გზავნილის ორიგინალი იხილეთ კომენტარებში).

გადამწვარი ვაზის შესახებ, ძალიან დიდხანს აღშფოთებულნი გვწერდნენ ცოტნეს დაზაფრული მეზობლებიც…ფერისცვალებას გილოცავთ მე და ცოტნე. ჯერ ისევ წეროვნიდან“, – წერს ანა ჯაბაური.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close