ოთხშაბათს კანადის ხელისუფლებამ ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დედაქალაქ იელოუნაიფიდან და რამდენიმე უფრო მცირე დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ტყის მასიური ხანძარი ღამით ქალაქ ჰეირივერს დაემუქრა.
ოთხშაბათ ღამით, ცეცხლის მიახლოებასთან ერთად, ჯგუფები დაახლოებით 3,000-იანი მოსახლეობის ქალაქ ჰეირივერიდან ავტობუსებით და თვითმფრინავებით ევაკუაციაზე მუშაობდნენ.
სახანძრო ინფორმაციის ოფიცერმა განაცხადა, რომ თუ არ იწვიმებს, კვირის ბოლოსთვის ცეცხლმა შეიძლება ქალაქ იელოუნაიფს მიაღწიოს. ქალაქის მოსახლეობას სთხოვეს, „ეტაპობრივი ევაკუაციის“ ფარგლებში ქალაქი ახლავე დატოვონ.
ხანძარს ამ დროისთვის ქალაქში ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე შენობა განადგურდა. იელოუნაიფის პოლარული წრიდან 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მისი მოსახლეობა დაახლოებით 20 ათასია.
ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიების სახანძრო სამსახურის ცნობით, 163 000 ჰექტარზე მოდებული ტყის ხანძარი ამჟამად იელოუნაიფიდან 17 კილომეტრის დაშორებითაა და, სავარაუდოდ, №3 გზატკეცილს მიაღწევს. ეს ერთადერთი გზატკეცილია, რომელიც ქალაქს დანარჩენ კანადასთან აკავშირებს.
amerikiskhma.com
ამავე თემაზე:
კომენტარები