მსოფლიო

კანადაში ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა ევროპამდე მიაღწია

კანადაში ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა ევროპამდე მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„აღმოსავლეთ და დასავლეთ კანადის ტერიტორიაზე გაჩენილმა ტყის ხანძარმა რეკორდული, 160 მილიონი ტონა ნახშირბადი გამოუშვა“, – განაცხადა ევროკავშირის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მეცნიერები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ კვამლი ატმოსფეროსა და ჰაერს ზიანს აყენებს.

კანადის ტყის ხანძრის კვამლმა ივნისში რამდენიმე მსხვილი ურბანული ცენტრი დაფარა, მათ შორის, ნიუ-იორკსა და ტორონტოში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა ჰაერის ხარისხის დაბინძურების გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

„როიტერი“ წერს, რომ წლევანდელი ხანძარი კანადის ისტორიაში ყველაზე „უარესია,“ რადგან ამ დროისთვის დაახლოებით 76 000 კვადრატული კილომეტრია დამწვარი.

მედიის ცნობით, კანადაში ტყის ხანძრების სეზონი, როგორც წესი, პიკს ივლისის ბოლოს ან აგვისტოში აღწევს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close