ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

პოლონეთში უცხოელი პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე უკრაინელები არიან, მეორეზე კი – ქართველები

ბოლო წლების განმავლობაში პოლონეთის ციხეებში უცხოელი პატიმრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს. მათი ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა უკრაინელი და ქართველია.

2018 წლის 25 ივლისის მონაცემებით, პოლონეთის ციხეებში 77 416 პატიმარი იყო მოთავსებული. მათგან 2 175 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 2021 წლის მონაცემების მიხედვით კი, საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფებოდა 71 148 ადამიანი, მათგან დაახლოებით 1 300 – უცხოელი.

პორტალ Kresy.pl-ის ინფორმაციით, ამჟამად პოლონეთში დაკავებულია უკრაინის 956 და საქართველოს 349 მოქალაქე. მათივე ცნობით, 214 ქართველი დროებით არის დაკავებული, დანარჩენს კი პატიმრობა აქვს მისჯილი.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close