ქართველები უცხოეთშიკრიმინალი
აშშ-ში ორ ქართველზე ძებნაა გამოცხადებული
აშშ-ში, ქურდობის ბრალდებით, ორ ქართველ მამაკაცზე ძებნაა გამოცხადებული. გიორგი ადეიშვილსა და გიორგი ონიაშვილს Apple-ის მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ორ ქართველთან ერთად ჯერჯერობით დაუდგენელმა რამდენიმე პირმა 8 სხვადასხვა ქურდობა ჩაიდინა 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში მოპარულია 10 000 დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა.
rustavi2.ge
კომენტარები