მსოფლიოnews

ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში, დღემდე აღნუსხულ მონაცემებთან შედარებით, უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ კვლევაში.

კვლევის თანახმად, ოკეანეების ტემპერატურა მიმდინარე კვირაში 20.96 გრადუსი იყო, რაც ამ დროის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

ოკეანეები სასიცოცხლო მნიშვნელობის კლიმატის მარეგულირებელია. ისინი შთანთქავენ სითბოს, აწარმოებენ დედამიწის ჟანგბადის ნახევარს და არეგულირებენ ამინდის ფორმებს. უფრო თბილ წყლებს ნახშირორჟანგის შთანთქმის ნაკლები უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროში პლანეტის სათბური გაზის მეტი რაოდენობა დარჩება.

ოკეანის ტემპერატურის მატებას ასევე შეუძლია, დააჩქაროს მყინვარების დნობა, რომლებიც მიედინება ოკეანეში, რაც ზღვის დონის მატებას გამოიწვევს.

ცხელი ოკეანეები და სიცხის ტალღები აწუხებს ზღვის სახეობებს, როგორიცაა თევზები და ვეშაპები, როდესაც ისინი უფრო გრილი წყლების ძიებაში მოძრაობენ, რაც კვების ჯაჭვს არღვევს. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ თევზის მარაგები შეიძლება დაზარალდეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close