ტექნოლოგიებისაზოგადოება

ქართული ენა დაემატა lingQ-ს საერთაშორისო პლატფორმას – ვინ სწავლობს ქართულს ონლაინ?

ენების შემსწავლელმა ცნობილმა საერთაშორისო ციფრულმა პლატფორმამ LingQ-მ სასწავლო ენების სიაში ქართული ენა დაამატა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული, რომელზეც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს, ენის შემსწავლელ ასეთ დიდ პლატფორმაზეც გამოჩნდა.

ქართული ენის სწავლა შესაძლებელია როგორც LingQ-ს ვებსაიტზე, სადაც უფასო ანგარიშით უნდა დარეგისტრირდეთ, ისე მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

დარეგისტრირების შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სტივ კაუფმანისგან ასეთი წერილი მოვიდა:

„გამარჯობა, მე სტივი ვარ. პოლიგლოტი ბლოგერი, იუტუბერი და LingQ-ის თანადამფუძნებელი. ვლაპარაკობ 19 ენაზე და ამჟამად 20-ს ვსწავლობ… არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ, რამდენი წლის ხარ ან რამდენ ხანს სწავლობ. ნებისმიერს შეუძლია ენის სწავლა ჩემი მიდგომით. მე გაჩვენებ, როგორ”.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ენის სწავლა ხელმისაწვდომი და სასიამოვნო ყოფილიყო. ქართული ენის შემოტანით ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოებთ LingQ-ს პლატფორმას ენის შესწავლის მოსურნეთათვის“, – ამბობს მარკ კაუფმანი, პლატფორმის თანადამფუძნებელი და სტივ კაუფმანის ვაჟი.

მისი თქმით, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მათ მომხმარებელს ქართულ ენასაც შესთავაზებდნენ: „მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ LingQ-ში ასეთი გლობალური საზოგადოება შევქმენით“.

„იმედია, მხოლოდ ქართულის შესწავლის კი არა, თავად ქვეყნის შესახებ მეტის გაგების ინტერესიც გაჩნდება“, – ამბობს მარკ კაუფმანი.

დარეგისტრირების და ქართული ენის არჩევის შემდეგ მოსწავლეს პლატფორმაზე სხვადასხვა შინაარსის მასალა დახვდება. მათ შორის, მოკლე ამბების 60 გაკვეთილიც, რომელიც აღწერს ყოველდღიურ სიტუაციებს. აქ არის დიალოგები, ნაწყვეტები ქართულად გახმოვანებული ფილმებიდან, მუსიკა, ლექსები, ყველაზე გავრცელებული ფრაზები.

გაკვეთილები შედგება აუდიოსა და მისი შესატყვისი ტრანსკრიპტისგან. LingQ-ს სისტემა იყენებს ქართულ ღია საინფორმაციო წყაროებს, მათ შორის, სატელევიზიო გადაცემებს და ფილმებს.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close