ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში კოკისპირულმა წვიმამ ღვარცოფი გამოიწვია – უცბად მოვარდნილმა წყალმა ქუჩები და სახლები დატბორა, გაიტაცა ავტომანქანები, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.
სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა სარაგოსის პროვინციას და მის დედაქალაქს, სადაც შეწყდა საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. შეჩერებულია მატარებლები არაგონსა და ბარსელონას შორის. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ შთანთქავს მანქანებს ღვარცოფი.
მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და დასუფთავების სამსახური. მაშველებმა სტიქიის ზონაში ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალდიდობამ და სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა.
სარაგოსა მდინარე ებროსა და მის ორ შენაკადს შუა მდებარეობს. ებრო ყველაზე წყალუხვი მდინარეა ესპანეთში.
მანანა ბანძელაძეა
კომენტარები