საზოგადოებაარტისტისაქართველო

რაც წლები გადის, სულ რაღაც კარგის მოლოდინში ვარ… – მანანა თოდაძე (ვიდეო)

მანანა თოდაძე გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმარი იყო. მომღერალმა ისაუბრა თემაზე „ცხოვრება 50 წლის შემდეგ“.

„რაც წლები გადის, უფრო ბედნიერი ვარ და სულ რაღაც კარგის მოლოდინში ვარ… მთავარია ხელი არ ჩაიქნიო და არ თქვა, რომ, ვაიმე, რაღა დროს ეს არის?! ყველაფრის დროა, თუ შეგიძლია, რომ კარგად იცხოვრო.

ჩემ გარშემო ადამიანები კეთილგანწყობილები არიან, ერთმანეთს მუდმივად კომპლიმენტებს ვეუბნებით. ამის არ უნდა შეგვრცხვეს. არაფერი არ მზღუდავს და არ ვფიქრობ, რაიმე შემეფერება თუ არა. ვაკეთებ იმას, რასაც ჩემი შინაგანი სამყარო მკარნახობს“, – ამბობს მანანა თოდაძე.

ამავე თემაზე: მანანა თოდაძე: „კარგად ვიცი, ემიგრანტების გულში რა ცეცხლი ტრიალებს, რადგან წლები ემიგრაციაში ვიცხოვრე“

მანანა თოდაძე: „კარგად ვიცი, ემიგრანტების გულში რა ცეცხლი ტრიალებს, რადგან წლები ემიგრაციაში ვიცხოვრე“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close