საზოგადოებასაქართველო

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს

დღეს, 7 ივნისს გამართულ სხდომაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. მან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი კვესიტაძე შეცვალა. 

2013 წლიდან დღემდე როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ისტორიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო.

1986-1989 წლებში მას თბილისის ალექსანდრე პუშკინის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობა ეკავა.

1991-2004 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.

როინ მეტრეველის სახელთან არის დაკავშირებული 1975-1987 წლებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 12-ტომეულის გამოცემა. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის (პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე) მოადგილედ  როინ მეტრეველი 1972 წელს დაინიშნა. იგი არის 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომის ავტორი; მისი რედაქტორობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი. მისი ძალისხმევით უნივერსიტეტმა 1992 წელს ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა 1926 წლის შემდეგ პირველად. როინ მეტრეველის რექტორობის პერიოდში აღდგა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოც, რომელიც დღეს უნივერსიტეტს მართავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close