კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 12 პრეფექტურის სხვადასხვა სუპერმარკეტში 37-ჯერ იქურდა

საბერძნეთში დააკავეს შუახნის ქართველი მამაკაცი, რომელმაც ქვეყნის 12 პრეფექტურაში, სხვადასხვა სუპერმარკეტში 37 ქურდობა ჩაიდინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

48 წლის კაცი  პოლიციამ მორიგი ქურდობის დროს დანაშაულის ფაქტზე დააკავა. მას მოპარული პროდუქცია აღმოუჩინეს და მაღაზიას უკან დაუბრუნეს. გაირკვა, რომ კაცმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა ახაიაში, ატიკასა და კორინთიაში.

წინასწარი გამოძიების დროს დადგინდა, რომ მამაკაცმა საბერძნეთის 12 სხვადასხვა რეგიონში სუპერმარკეტებში გაურკვეველი რაოდენობის პროდუქცია მოიპარა. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა განმეორებით ქურდობის ფაქტზე. ეჭვმიტანილი კორინთოს რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს. გრძელდება გამოძიება სხვა ქურდობებთან მისი კავშირის დასადგენად.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close