მსოფლიოპოლიტიკა

ელიზაბეთ II-ის დაკრძალვა ბრიტანეთის ხაზინას თითქმის ორჯერ მეტი დაუჯდა, ვიდრე ჩარლზ III-ის კორონაცია – თანხა მართლაც შთამბეჭდავია

ბრიტანეთის ხაზინის ინფორმაციით, დედოფალ ელიზაბეთ II-ის დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები მთავრობას დაახლოებით 162 მილიონი ფუნტი დაუჯდა, რაც დოლარზე გადაანგარიშებით 200 მილიონ ცოტა მეტია. ეს ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება ჩარლზ III-ის კორონაციის ღირებულებას. ამის შესახებ BBC იტყობინება.

დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია 2022 წლის 19 სექტემბერს, 10-დღიანი ეროვნული გლოვის შემდეგ გაიმართა. ამ დროის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი ეწვია უესტმინსტერს, სადაც დედოფლის ცხედარი იყო დასვენებული.

ხაზინის ხელმძღვანელმა ჯონ გლენმა თქვა, რომ დედოფლის გარდაცვალებას „მნიშვნელოვანი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა“ და მთავრობას უნდა უზრუნველყო 10-დღიანი ცერემონიის ღირსეულად და უსაფრთხოდ ჩატარება.

ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი, 73,7 მილიონი ფუნტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობისთვის გამოიყო, კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტროებმა კი 57,4მილიონი ფუნტი დახარჯეს.

შოტლანდიის მთავრობამ 18,8 მილიონი ფუნტი, ხოლო უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობებმა დაახლოებით 2 მილიონი ფუნტი დახარჯეს. ეს თანხა ცენტრალურმა ბიუჯეტმა აანაზღაურა.

დედოფალ ელიზაბეთ II-ის დაკრძალვის ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მისი მემკვიდრის, ჩარლზ III-ის კორონაციას. გამოცემა The Independent-ის ვარაუდით, კორონაცია 50-დან 100 მილიონ ფუნტამდე დაჯდა, რაც 62-124 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

ცნობისათვის, ელიzაბეT II-ის დაკრძალვას ტელევიზიით უფრო მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს, ვიდრე ჩარლზ III-ის კორონაციას. გარდაცვლილი დედოფლის გასვენების ცერემონიას 29 მილიონი ბრიტანელი უყურებდა, მისი მემკვიდრის კორონაციას კი – 20 მილიონი.

უელსის პრინცესა დიანას დაკრძალვა 1997 წელს 3-დან 5 მილიონ ფუნტამდეა შეფასებული, ანუ 2023 წლის კურსით – 5,5-დან 9,2 მილიონ ფუნტამდე.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close