რა ღირს ნუცას წითელი კაბა, რომელიც მომღერალს AMERICAN IDOL-ის ბოლო ტურზე ეცვა?
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ტრადიციას არ უღალატა და ამერიკული მეგაპროექტის, American Idol-ის გუშინდელ ტურზეც ქართველი დიზაინერის სამოსში გამოჩნდა.
ამჯერად ნუცას დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კაბა ეცვა. Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორის მიერ შექმნილი წითელი კაბა, რომელიც ნუცა ბუზალაძეს ამშვენებდა „ქვინის“ ცნობილი ჰიტის, The Show must go on-ის შესრულებისას, 3190$ ღირს.
ნუცას თქმით, ბედნიერია, რომ დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
„როგორ მოგწონთ ჩემი „ბალენსიაგას“ ლუქი? მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაცვია კაბა, რომელიც არის ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას მიერ შექმნილი“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე American Idol-ში კიდევ ერთხელ იმღერებს, მაგრამ უკვე არა როგორც კონკურსანტი – იგი ფინალურ შოუში გამოვა სცენაზე და ერთ-ერთ ცნობილ მომღერალთან ერთად შეასრულებს სიმღერას. ამის შესახებ ნუცამ ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს თავად თქვა. მისი განმარტებით, შოუში ასეთი წესია, რომ ფინალურ კონცერტზე ტოპ-12-ში შესული ყველა მონაწილე იმღერებს.
ველოდებით ნუცას ახალ შესრულებას ახალი ლუქით!
American Idol-ის ფინალი 25 მაისს გაიმართება.
კომენტარები