მსოფლიო
ინგლისში მეფე ჩარლზის შოკოლადის ქანდაკება დაამზადეს – დიდი ბრიტანეთი კორონაციისთვის ემზადება
დიდი ბრიტანეთი პრინც ჩარლზის კორონაციისთვის ემზადება. 6 მაისს ვესმინსტერის სააბატოში ჩარლზი მეფის, ხოლო მისი მეუღლე კამილა დედოფლის ტიტულებს 2 000 სტუმრის თვალწინ მიიღებენ.
ინგლისში ჩარლზ მესამის კორონაციის აღსანიშნავად მეფის შოკოლადის ბიუსტი დაამზადეს. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ქანდაკება 23 კილოგრამს იწონის და ის ბრენდმა Celebrations-მა წარადგინა. პროექტს შოკოლატიე ჯენიფერ ლინდსი-კლარკი ხელმძღვანელობდა. მის გუნდს ქანდაკების მოსამზადებლად 130 საათი დასჭირდა. სპეციალისტებმა ამისთვის 17 ლიტრი მდნარი შოკოლადი გამოიყენეს.
შოკოლადის ბიუსტი ინგლისის ქალაქ სლოში, Celebrations-ის ერთ-ერთი ბრენდის, Mars-ის სათავო ოფისში გამოიფინება.
imedinews.ge
კომენტარები