ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვს, რუსეთის სახალხო არტისტს თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„რუსეთის მამების“ აქტივისტი ანდრეი ზგონიკოვი ამბობს, რომ „რუსული საზოგადოების საყვარელი ვარსკვლავი კარგად არ იქცევა“.
როგორც ირკვევა, აქტივისტები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (ომის) დაწყების შემდეგ გვერდწითელი საზღვარგარეთ გაფრინდა და აშშ-ში რუსულ ენაზე ჰიტების შესრულებას აპირებდა.
ზგონიკოვის თქმით, გვერდწითელმა რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი კონცერტებიც გააუქმა.
მედიის ინფორმაციით, „რუსეთის მამებმა“ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტსაც მიმართა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერია.
კომენტარები