რჩევები

სამზარეულოში ზედაპირებზე ჩამჯდარ ცხიმის შხეფებს ამ მარტივი ნარევის საშუალებით იოლად მოაცილებთ

რაც არ უნდა ეცადოთ, საჭმელს ისე ვერ მოამზადებთ, რომ ცხიმის შხეფები კაფელს და სამზარეულოს კარადას არ მიესხას. თუ მაშინვე არ გაწმენდთ, ცხიმი ზედაპირს ჩააკვდება და დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ ცხიმის ლაქების მოსაცილებლად.

ამ პრობლემას ძალიან ადვილად მოაგვარებთ, თუ შემდეგ მარტივ ნარევს გამოიყენებთ:

1. 150 გრამ სოდას დაასხით 100 მლ ლიმონის წვენი და აურიეთ. ნარევის კონსისტენცია არაჟნისას უნდა ჰგავდეს. ეს მასა წაუსვით ღრუბელს ან ტილოს და ცხიმჩამჯდარი ადგილები გაწმინდეთ. ცხიმის ლაქები ზედაპირს წამებში მოსცილდება. შემდეგ გაწმინდეთ თბილ წყალში დასველებული ჩვრით ან ღრუბლით.

2. მეორე, ასევე ეფექტიანი მეთოდია სოდის და მცენარეული ზეთის ნარევი.

მცირე ზომის ჯამში სოდას შეურიეთ მცენარეული ზეთი თანაფარდობით 2:1, სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა რომ მიიღოთ. შემდეგ ეს ნარევი სამზარეულოს ღრუბლით წაუსვით დაბინძურებულ ადგილებს და 15-20 წუთს გააჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გაწმინდოთ თბილ წყალში დასველებული ღრუბლით ან ჩვრით. ზედაპირების ჩამჯდარი ცხიმი მოსცილდება. თუ კიდევ დარჩება, შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.

ძნელად მისადგომ ადგილებში შეგიძლიათ კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ და მისი საშუალებით წაუსვათ გასაწმენდი ნარევი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close