ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც მისმა იტალიელმა მშობლებმა ხვიჩა დაარქვეს
ნეაპოლში პირველი იტალიელი ბავშვი დაიბადა, რომელსაც მშობლებმა ხვიჩა დაარქვეს, უფრო სწორად, დანიელე ხვიჩა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
,.დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა სანტა პატრიციას კლინიკაში. მისი მშობლები, არმანდო და კლარა „ნაპოლის“ გულშემატკივრები არიან. გასაკვირი არ არის, რომ მამას არმანდო ჰქვია დიეგო არმანდო მარადონას პატივსაცემად, რომელმაც „ნაპოლის“ 2-ჯერ მოაგებინა სკუდეტო. როგორც თავად ამბობს, 1986 წელს დაიბადა და არმანდო მამამ დაარქვა, რომელიც, ასევე, „ნაპოლის“ გულშემატკივარი იყო.
„სიმართლეა. დანიელე ხვიჩა დავარქვით. ჩვენ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნაპოლის“ ირგვლივ მოხდა“, – აღნიშნა ბავშვის მამამ.
მისი თქმით, სურვილი აქვს, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდეს და მამამისი გაახაროს, რომელიც გარდაცვლილია, მაგრამ სწამს, რომ იგი ჩემპიონატში „ნაპოლის“ გამარჯვებას დაინახავს პატარა დანიელე ხვიჩას თვალით.
A Napoli è nato il primo bambino di nome Khvicha: la storia https://t.co/tdU8ZRTXg4 pic.twitter.com/itMCbDfVEx
— Spazio Napoli (@Spazio_Napoli) April 7, 2023
იტალიური მედია წერს, რომ როგორც მარადონამ შეცვალა სიტუაცია სახელების სტატისტიკაში ნეაპოლში და იმ პერიოდში დაბადებულ უამრავ ბავშვს დაარქვეს დიეგო ან არმანდო, ისე მოხდება ახლაც, ხვიჩას შემთხვევაში და იტალიაში ამ ორიგინალურ და ლამაზ სახელს კიდევ არაერთი ახალშობილი მიიღებს.
La mia intervista al papà del piccolo neonato. Il papà si chiama Armando, ed è facile capire il perché 👇https://t.co/nf8FGL6kNG
— Salvatore Amoroso (@salv_amoroso) April 7, 2023
ნინო ხოშტარია
კომენტარები