საზოგადოებაშეუცნობელი

აღდგომის კვირას დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებული იღბალი დაჰყვებათ – რა ბედი ელით მათ?

ვნების კვირაში დაბადება დიდ გამართლებად ითვლება. ამ დროს დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებული იღბალი მიეწერებათ.

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ თუ ბავშვი აღდგომის კვირას დაიბადებოდა, მაშინ ის კაჟივით ჯანმრთელი იქნებოდა და ბედნიერებში „იბანავებდა“. ხალხური თქმულებით, ასეთ ბავშვებს დიდი მომავალი აქვთ – მათ შეუძლიათ სამყარო შეცვალონ.

რა ბედი ელით ვნების კვირაში დაბადებულ ბავშვებს

დიდ ორშაბათს დაბადებული ბავშვი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და საზოგადოების სიმპათიას ადვილად იმსახურებს. გარდა ამისა, მას ბევრი ერთგული მეგობარი ეყოლება.

დიდ სამშაბათს დაბადებული ბავშვები ფიზიკურად კარგად განვითარებულნი არიან. მათ სპორტში უდიდესი წარმატება ელით.

დიდ ოთხშაბათს დაბადებულებს კეთილი გული და ფაქიზი სული აქვს. ისინი ისეთ პროფესიებს ირჩევენ, რომ ადამიანებისა და ცხოველების დახმარება შეძლონ. ისინი შესანიშნავი ექიმები და ვეტერინარები ხდებიან.

დიდ ხუთშაბათს დაბადებული ბავშვები ღიმილიანი და კეთილგანწყობილნი არიან. ახასიათებთ გადამდები სიკეთე და პოზიტიურ ენერგიას ასხივებენ. ისინი შესანიშნავი მშობლები, მასწავლებლები და აღმზრდელები ხდებიან.

დიდ პარასკევს (წითელი პარასკევი) „რთული“ ბავშვები იბადებიან. ისინი ხასიათის უცნაურობებით გამოირჩევიან. ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ მას შემდეგ, რაც ნამდვილ მეგობარს შეხვდებიან. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მათთვის ყველაფერი არც ისე მარტივადაა – ამ დღეს დაბადებულებს უჭირთ ნამდვილი სიყვარულის პოვნა.

დიდ შაბათს გაჩენილი ბავშვები ხალისიანები და საზრიანები არიან. ისინი გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობენ.

თუ ბავშვი აღდგომა დღეს დაიბადა, ეს ნიშანია, რომ განგებამ ის განსაკუთრებული იღბლით დააჯილდოვა.  ასეთ ბავშვებს ბედნიერი ცხოვრება ელით, დღეგრძელები იქნებიან, მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ და მტკიცე, ძლიერ ოჯახს შექმნიან.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close