მიგრაციაეკონომიკა

თებერვალში საქართველოში 372 მლნ დოლარი გადმორიცხეს – ტოპ 10 ქვეყანა

2023 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილებში პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც თებერვალში 187 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 754%-ით მეტია. სავარაუდოდ, ეს გზავნილები რუსი მიგრანტების გადმორიცხვებს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 39 მილიონი დოლარი შემოვიდა, აშშ კი – მესამე ადგილზე 30 მილიონი დოლარით.

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

1) რუსეთის ფედერაცია – $187 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 754%
2) იტალია – $39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 18%
3) აშშ – $30 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 44%
4) საბერძნეთი – $17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 12%
5) ისრაელი – $16 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%
6) გერმანია – $15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%
7) ყაზახეთი – $13 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -6%
8) თურქეთი – $9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 19%
9) ყირგიზეთი – $6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 83%
10) ესპანეთი – $4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2%

2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close