პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები ჩავიდნენ, რათა საქართველოსგან ესწავლათ, რა უნდა გაეკეთებინათ – გერმანიის ვიცე-კანცლერი
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, რათა საქართველოსგან ესწავლათ, რა უნდა გაეკეთებინათ , – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
რობერტ ჰაბეკის თქმით, საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა.
„როდესაც ჩემი ოჯახი საქართველოში იმყოფებოდა, Google Translate-ს ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება კომუნიკაცია ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებითაც. მახსოვს მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე, მთაზე. ძალიან ძველ მუზეუმში ვიყავი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, რათა საქართველოსგან ესწავლათ, რა უნდა გაეკეთებინათ და მას შემდეგ, მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ, 1918-21 წლებზე მაქვს საუბარი. მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.
კომენტარები