ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 მარტი

2023 წლის 6 მარტი მზარდი მთავრის ბოლო დღეა. 7 მარტს სავსემთვარეობაა, ხოლო 8-12 მარტს დედამიწა კლებადი მთვარის გავლენის ქვეშ იქნება. ზოდიაქოს ყველა ნიშანს არც ისე მარტივი კვირა ელოდება. სავსემთვარეობა ქალწულში ბევრს აიძულებს თავიდან მოიშოროს არასაჭირო ხარახურა და ზედმეტი ადამიანები საკუთარ გარემოცვაში. ვარსკვლავები სულიერი და ცხოვრებისეული ჰარმონიის მიღწევისკენ მოგვიწოდებენ.

ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთდახმარება და ალიანსი. ნებისმიერი პროექტის დაწყებისას მარტო არ იმოქმედოთ და მაშინ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხმაური და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. თქვენი ცხოვრებისთვის ზომიერი ტემპის არჩევით, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ დინჯად მოქმედება გარდაუვალი წინსვლის საფუძველია. სასიყვარულო ურთიერთობის განვითარებისთვის ამ კვირაში სიტუაცია დიდად  ხელსაყრელი არ იქნება, ამიტომ უმჯობესია, ახლა რომანტიკულ წინადადებებსა და  გრძნობების აღიარებას მოერიდოთ.

 

ვერძი

ვარსკვლავების გავლენის გამო, ამ კვირაში წარმატებებს უნდა ელოდოთ. პროფესიულ ცხოვრებაში თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენისა და ინოვაციური იდეების განხორციელების საშუალება გექნებათ. ორშაბათს შეიძლება მცირე, მაგრამ გადაუდებელი საქმეებით გადაიტვირთოთ. სამშაბათს ან ოთხშაბათს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. პარასკევს საინტერესო შემოთავაზება გექნებათ, რომელზეც უარს ვერ იტყვით. კვირის ბოლოს დაკავებული იქნებით, მაგრამ კვირას მაინც შეეცადეთ, სახლი და ოჯახიც „გაიხსენოთ“.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კურო

ამ კვირაში პროფესიულ ცხოვრებაში, ფინანსურ და საქმიან საკითხებში, სავარაუდოდ, სასურველ შედეგს მიაღწევთ. თქვენს იდეებსა და პროექტებს კოლეგები ან პარტნიორები მოიწონებენ, რაც მატერიალურ და მორალურ დივიდენდებს მოგიტანთ. ასევე შეგიძლიათ წარმატების იმედი გქონდეთ იურიდიულ სფეროში, საგანმანათლებლო პროექტებიც წარმატებით განხორციელდება. პირად ცხოვრებაში ცვლილებები ნუ შეგაშინებთ, შუა კვირაში შეიძლება საყვარელ ადამიანს შეხვდეთ. შაბათი განსაკუთრებით იღბლიანი დღეა თქვენთვის.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ტყუპი

ამ კვირაში თავს წარმატების მწვერვალზე იგრძნობთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მარტივად შეძლებთ, გახდეთ უფრო დამთმობი და მოქნილი და მიზანს უპრობლემოდ მიაღწიოთ დიპლომატიით და არა ზეწოლით. მეგობრები და ოჯახის წევრები დახმარებისთვის მზად იქნებიან. თუ რაიმე რჩევისთვის მიმართავთ. სურვილები დიდი ძალისხმევის გარეშე შეგისრულდებათ. მიხვდებით, რომ გიყვართ და უყვარხართ. კვირის ბოლოს  მნიშვნელოვანი და სასიამოვნო შეხვედრა გელით.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კირჩხიბი

შემოქმედებითი აღმავლობა და კარგი განწყობა მთელი კვირა არ დაგტოვებთ, ისარგებლეთ ამ წარმატებული კომბინაციით! ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი მოხდება,  რამაც შესაძლოა  თქვენს ცხოვრებაში სერიოზული პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოს, მაგალითად, როგორიცაა ახალ სამსახურში გადასვლა. მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობა კიდევ უფრო თბილი გახდება, მაგრამ ჯერჯერობით თავი შეიკავეთ გულწრფელი საუბრებისგან. მოვლენების მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი სიურპრიზისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ლომი

ამ კვირაში სურვილი გექნებათ, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით განვითარდეს, მაგრამ ამისთვის არა მხოლოდ  გეგმის შედგენა მოგიწევთ, არამედ თქვენი პოზიციის დაცვაც. სამშაბათს ყურადღება მიაქციეთ შემოსულ ინფორმაციას და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. ხუთშაბათს შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები ოჯახურ საქმეებში. წარმატებები, სავარაუდოდ, ელის მათ, ვინც ახალი სამუშაოს ან ახალი საცხოვრებელი ადგილის ძიებით არის დაკავებული. შაბათ-კვირას მარტო ყოფნა სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ქალწული

ამ კვირაში მნიშვნელოვანია, მთავარ საკითხზე მოახდინოთ კონცენტრირება და ყურადღება წვრილმანებზე არ გაფანტოთ, მაშინ ყველაფერი წარმატებით განხორციელდება. სამსახურსა და შემოქმედებით საქმიანობაში ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები გაიხსნება. მთავარია თანმიმდევრული და დიპლომატიური იყოთ. პარასკევს ხელმძღვანელობასთან კონტაქტები მომგებიანი იქნება და რამდენიმე აქტუალურ საკითხს მოაგვარებთ. შაბათი კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად და მათთან ერთად განტვირთვისთვის.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 11.

 

სასწორი

ამ კვირაში ბევრი საკითხის წარმატებით გადაწყვეტის შესაძლებლობა გექნებათ, თუ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ. ყურადღება არ მიაქციოთ „კეთილმოსურნეთა“ გამოხტომებს, ყველაფერი გამოგივათ. პროფესიულ და სამეწარმეო სფეროში ამ პერიოდში თქვენი შესაძლებლობები განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება და შემოთავაზებებზე უარი არ უნდა თქვათ. ზოგადად, ეს თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. პარასკევს ყურადღებას ნუ მიაქცევთ ზურგს უკან საუბრებს, შაბათ-კვირას კი საშინაო საქმეებს მიხედეთ რათა მომაბეზრებელი უსიამოვნო ფიქრები განდევნოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მორიელი

ამ კვირაში  ენერგიული, აქტიური და საოცრად პოზიტიური იქნებით, შეძლებთ წარმატებით გაუმკლავდეთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებული გაქვთ, რაც თქვენი კარიერული წინსვლის წინაპირობებს შექმნის. სამეწარმეო სფეროში შესაძლოა, თქვენი გეგმების აქტიური განხორციელებაც დაიწყოს ახალი ნაცნობების – კოლეგების ან პარტნიორების გავლენით. მათ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ თქვენს პირად ცხოვრებაშიც – მოსალოდნელია, მარტოხელა ადამიანებმა ცხოვრების პარტნიორები იპოვონ. შეეცადეთ, შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

პროფესიული მიღწევების მიუხედავად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კვირაში  მოდუნების საშუალება გქონდეთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, წინდახედულობა გამოიჩინეთ და თქვენი მომავლისთვის იმუშავეთ. სამშაბათს და პარასკევს ეცადეთ, სამსახურში არ დააგვიანოთ, საღამო კი მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ. შაბათს კინოში ან თეატრში წადით, დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. ყურადღება და ტაქტი – აი, რა მოგეთხოვებათ ამ პერიოდში, მათ შორის, პირად ცხოვრებაში, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

ამ კვირაში, ირგვლივ მყოფთა გავლენის გამო, შეძლებთ დაიწყოთ ხმაურიანი აქტივობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ძალიან მძიმე შრომამ შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა შეარყიოს, ამიტომ გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ორშაბათს შესაძლებელია ფსიქოლოგიური და ფინანსური პრობლემების მოულოდნელი გადაწყვეტა. ხუთშაბათს განდევნეთ თქვენი ეჭვები და ყველა სირთულეს მარტივად გადალახავთ. ეს კვირა შესანიშნავი პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის. თქვენი საყვარელი ადამიანები, მეგობრები თქვენით აღფრთოვანდებიან და თქვენი წარმატებით იამაყებენ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მერწყული

ამ კვირაში ბევრი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, დადებითად გადაწყდება. უბრალოდ, ახალ იდეებსა და ტენდენციებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. უმჯობესია,  სხვა გზების ძებნა არ დაიწყოთ. ხუთშაბათს გამორიცხული  არ არის, მეგობრებმა რაღაც პრობლემა შეგიქმნან. კონცენტრირება მოახდინეთ მიზანზე და ნებისმიერი დაბრკოლება გადაილახება. შაბათს საღამოს ხმაურიანი კომპანია გელით – უარი არ თქვათ მეგობრებთან ერთად დასვენების შესაძლებლობაზე.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თევზები

თუ შესაძლებელია, შეამცირეთ სამუშაოს მოცულობა გონივრულ მინიმუმამდე და მეტი დაისვენეთ. თუ საკუთარ თავს შეჩერების და დასვენების საშუალებას მისცემთ, ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მოძიებას მოახერხებთ. სამშაბათს რეკომენდებულია ზედმეტი არ ილაპარაკოთ, რათა უახლოეს გარემოცვასთან კონფლიქტის პროვოცირება არ მოხდეს, მაგრამ შაბათ-კვირას შეგიძლიათ ნებისმიერთან მარტივად იპოვოთ საერთო ენა, ამავე დროს,  თითქმის იდეალური სისუფთავე დაამყაროთ საკუთარ სახლში.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close