ინგლისის ეკლესია ღმერთის მიმართ გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენების საკითხს განიხილავს

ინგლისის ეკლესია განიხილავს საკითხს, შეწყვიტოს თუ არა ღმერთის „He“-თ მოხსენიება, მას შემდეგ, რაც მღვდლებმა გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენების უფლება მოითხოვეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
მეუფე დოქტორ მაიკლ იპგრეივმა, ლიჩფილდის ეპისკოპოსმა და ამ საკითხზე პასუხისმგებელი საეკლესიო კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ, თქვა, რომ ეკლესია „რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა გენდერული ენის გამოყენებას ღმერთთან მიმართებაში“.
„ორ კომისიას შორის გარკვეული დიალოგის შემდეგ ამ საკითხზე, გაზაფხულზე დაიწყება ახალი ერთობლივი პროექტი გენდერული ენის შესახებ“, – თქვა მან.
ინგლისურ ენაში He არის ნაცვალსახელი, რომლითაც მამრობითი სქესის წარმომადგენელი აღინიშნება. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა ჩაანაცვლებს ტერმინს „მამაო ჩვენო“ უფლის ლოცვაში კონსერვატორი კრიტიკოსები ამბობენ: „ის ფაქტი, რომ ღმერთს „მამა“ ჰქვია, არ შეიძლება შეიცვალოს „დედად“ და არც გენდერულად ნეიტრალურ „მშობლად“.
ინგლისის ეკლესიის სპიკერმა თქვა: „აქ ახალი არაფერია. ქრისტიანები უძველესი დროიდან ხვდებოდნენ, რომ ღმერთი არც კაცია და არც ქალი, მაგრამ ღვთისადმი მიმართვისა და აღწერის გზები, რომლებიც გვხვდება წმინდა წერილებში, ყოველთვის არ იყო ასახული ჩვენს თაყვანისცემაში“.
imedinews.ge



