ქართველები უცხოეთშისპორტი

კვარა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა – „ნაპოლიმ“ 21-ე ტურის შეხვედრაც მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის მატჩში სტუმრად „სპეცია“ დაამარცხა ანგარიშით 3:0 და სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს 56 ქულით. ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა კვარამ თავისი ბრწყინვალე თამაშით.

კვარაცხელია თავიდანვე აქტიურობით გამოირჩეოდა. პირველი გოლიც მან გაიტანა 47-ე წუთზე პენალტით. „სპეციას“ მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯმა ლიგურიელთა გუნდის კარში პენალტი დანიშნა. პენალტი ხვიჩამ უზადოდ შეასრულა და „ნაპოლი“ დააწინაურა. ეს კვარაცხელიას პირველი გატანილი პენალტია იტალიის ჩემპიონატში.

69-ე წუთზე „ნაპოლიმ“ ისევ გაიტანა –  კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი მცველმა ჩაჭრა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ცუდად მოიგერია, ამით ისარგებლა ვიქტორ ოსიმჰენმა, საოცარ ნახტომში თავით დაარტყა და ბურთი კარში შეაგდო. ანგარიში 0:2 გახდა.

მესამე გოლიც კვარას დამსახურებაა – ქართველი თავდამსხმელი 73-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ოსიმჰენს გაუგორა და მანაც დუბლი შეასრულა.

ამის შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა – მან თავისი საქმე გააკეთა.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ ლიგურიულ გუნდს ქალაქ სპეციაში სტუმრად 3:0 მოუგო.

ამ დროისთვის ნაპოლი სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და თანაც მთელი 16 ქულით უსწრებს მე-2 და მე-3 ადგილზე მყოფ გუნდებს, „ინტერს“ და „რომას“, რომლებსაც 40-40 ქულა აქვთ, თუმცა „რომას“, ისევე როგორც ნაპოლის, 21 მატჩი აქვს ნათამაშები, „ინტერი“ კი 21-ე ტურის შეხვედრას დღეს 23:45 სთ-ზე (თბილისის დროით) გამართავს – ის საკუთარ მოედანზე „მილანს“ შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ნახეთ „ნაპოლის“ გოლები „სპეციას“ კარში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close